Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭომ გადაწყვიტა ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) კვლევის ეტაპის დაწყება. 

ინიციატივა 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა. 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკა სრული ანგარიში გამოაქვეყნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნოემბერში მისმა თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდმა გამოთქვა პროგნოზი, რომ ციფრული ევრო ოთხის წლის შემდეგ გამოვიდოდა. 

”CBDC-ის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან უკვე ცხრა თვეა გასული. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავაღრმავეთ ანალიზი, შევისწავლეთ მოქალაქეებისა და სპეციალისტების მოსაზრებები და ჩავატარეთ რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლებმაც დამაიმედებელი შედეგები დააფიქსირეს. შედეგად გადავწყვიტეთ პროცესის დაჩქარება და ციფრული ევროს პროექტის დაწყება ”, - განაცხადა ლაგარდმა. 

კვლევის ფაზა 24 თვე გაგრძელდება. ამ დროის მანძილზე სპეციალისტები მოიძიებენ პასუხებს CBDC-ს დიზაინსა და გავრცელებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ციფრული ევრო ხელს შეუწყობს უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძლას და არ მოახდენს არასასურველ გავლენას ფინანსურ სტაბილურობასა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე. CBDC შეავსებს, მაგრამ არ ჩაანაცვლებს ფიატურ ფულს - ხაზგასმით აღნიშნავს ევროპის ცენტრალური ბანკი. 

მომდევნო ფაა აგრეთვე ნათელს მოჰფენს ევროკავშირის ნორმატიულ ბაზაში საჭირო აუცილებელ ცვლილებებს. ამას გარდა, სპეციალისტები შეაფასებენ CBDC-ის გავლენას ბაზარზე გადახდების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მხრივ. ასევე გათვალისწინებული იქნება ბიზნეს-მოდელები კონტროლირებადი შუამავლებისთვის ევროს ციფრული ეკოსისტემის ფარგლებში.  

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ CBDC შესაძლოა დამყარდეს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული კომპონენტების კომბინაციაზე. ორივე ვარიანტმა დააფიქსირა ტექნიკური შესაძლებლობა, რომ დაამუშავებს 40 000 TPS-ზე მეტს.  

მაისში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა CBDC-ს უწოდა კონცეფცია, რომლის დროც დადგა. 

Raiffeisenbank-ის შეფასებით, ქვეყნების 10%-ს ექნება საკუთარი ციფრული ვალუტა და მათი გაცვლისთვის საჭირო ბირჟა 2025 წლისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.