Jump to content

Recommended Posts

Posted

ნახევრადგამტარი პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია TSMC-მ განაცხადა, რომ მუშაობს მიკროჩიპების გაგრილების ახალ ტექნოლოგიაზე: მის თანახმად უშუალოდ ჩიპებში დაინერგება თხევადი გაგრილების სისტემა კრისტალზე არსებული შიდა არხების წყალობით. 

image.jpeg 

რადგანაც პროგრესი არ ნელდება და ნახევრადგამტარ წარმოებაში ხდება წარმოების ტექნოლოგიური პროცესის მუდმივი შემცირება, ტრანზისტორების სიმჭიდროვე მუდმივად იზრდება და ჩიპების სამუშაო ტემპერატურა სულ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, მისი გადაჭრა კი - სულ უფრო რთული. TSMC-ის კვლევების შედეგად დაიდო დასკვნა, რომ ჩიპებში შიდა გაგრილების დანერგვა მოაგვარებს მაღალი სამუშაო ტემპერატურის პრობლემას. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ერთი შეხედვით თეორიულად მარტივი გადაწყვეტილება პრაქტიკაში შესაძლოა მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენდეს. 

მჟამად არსებული გაგრილების სისტემები კონტაქტშია მხოლოდ პროცესორის კრისტალების ზედაპირთან. ბევრ თანამედროვე ჩიპს აქვს 3D კომპლექტაცია, რომლის მიხედვით ჩიპების ელემენტები განლაგებულია რამდენიმე ფენად, შედეგად კი უარესდება მათი გაგრილების შესაძლებლობაც და იმ ელემენტებისაც, რომელთაც უშუალო კონტაქტი არ აქვთ ქულერთან. ამის გამო გამოწვეულია სითბოს გაფანტვის პრობლემა, რამაც შეიძლება დააზიანოს ან ნეგატიურად იმოქმედოს პროცესორის საბოლოო წარმადობაზე. 

დღესდღეობით ყველაზე მოწინავე გაგრილების სისტემად შეიძლება ჩაითვალოს კომპიუტერის კომპონენტების მთლიანი ჩასმა ელექტრო ძაბვის არაგამტარ სითხეში, რომელიც თანაბრად აგრილებს ჩიპებს, თუმცა ამგვარი გაგრილების ღირებულება მეტისმეტად მაღალია და არ გააჩნია პერსპექტივა - გახდეს მასიური გამოყენების მეთოდი. ამრიგად, თუკი TSMC შეძლებს საკუთარი იდეის საბოლოო პროდუქტში რეალიზებას, მას შესაძლოა ეწოდოს რევოლუცია მიკროპროცესორების გაგრილების საკითხში. ამასთან, არაერთი წელი გავა მანამ, სანამ გაგრილების ეს მიდგომა გახდება მასობრივი და ფასის მხრივ ხელმისაწვდომი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.