Jump to content

Recommended Posts

Posted

ითვლება, რომ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების თითქმის საუკუნოვანი ისტორია ბევრ მანქანათმშენებელ კომპანიას უშლის ხელს აქტიურად განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას ელექტრომობილების ბაზარზე. Tesla-ს არ აქვს ასეთი ტვირთი, ამიტომ მიდის თამამ ექსპერიმენტებზე და სწრაფად ვითარდება. Audi-მ შესაძლოა სექტემბერში წარადგინოს თავისი პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი, რომელიც შექმნილია Tesla-ს მსგავს ატმოსფეროში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Audi 

პროექტი Artemis შეიქმნა კონკურენტუნარიანი პრემიალური ელექტრომობილების სწრაფი შექმნა-განვითარების მიზნით. ჯერჯერობით კონცერნ Volkswagen-ის რეპუტაცია მაღალი ფასის დიაპაზონის ელექტრომობილების სეგმენტში ჩამორჩება Porsche-ს მოდელებს, Audi კი გვთავაზობს სამ სერიულ ელექტრომობილს, რომელთა შექმნისას კომპანია დიდწილად ეყრდნობოდა წარსულ გამოცდილებას. პროექტ Artemis-ის მიზანია მოხდეს ელექტრომობილების შექმნის უფრო ნოვატორული მიდგომების დემონსტრირება. ცნობილია, რომ Audi-ს პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია შედგება სექტემბრის დასაწყიში ღონისძიება IAA-ზე მიუნხენში. 

ხალი პლატფორმის სერიულ დონეზე დანერგვამდე საჭიროა კიდევ 2-3-წლიანი განვითარება, Artemis-სერიის პირველი მოდელის სერიული წარმოება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ სექტემბრის ღონისძიებაზე მიუნხენში Audi-ს წარმომადგენლები გაამხელენ ინფორმაციას ახალი აობის პირველი ელექტრომობილის დებიუტის თარიღის შესახებ. პროექტში მონაწილე სპეციალისტებს მინიჭებული აქვთ გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე მათ კოლეგებს Audi-ს დანარჩენი პერსონალიდან. ბრენდის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო თამამი იდეების განხორციელებას ელექტრომობილების განვითარებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.