Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ გაათამაშებს კოსმოსში მგზავრობას საკუთარი ხომალდით. ფრენა დაგეგმილია 2022 წლისთვის. ბილეთი გათამაშდება ფონდების შემგროვებელ პლატფორმა Omaze-ზე. 

image.jpeg 

გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა თანხის შეწირვა არაკომერციულ ორგანიზაცია Space for Humanity-სთვის. თითოეული შემოწირულობისთვის მომხმარებელი მიიღებს ბონუს-ქულებს, რაც მოგების შანსებს გაზრდის. ქულების მაქსიმალური რიცხვი 6 ათასს შეადგენს. 

გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს - კოსმოსურ მოგზაურობას ხომალდ VSS Unity-თ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს წარუდგენს ტურს ნიუ-მექსიკოში Richard Branson-ის მონაწილეობით.  

ლატარეა გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, გამარჯვებული კი 29 სექტემბერს გამოვლინდება. გათამაშების მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი, აგრეთვე COVID-19-ზე ვაქცინირებული. 11 ივლისს რიჩარდ ბრენსონმა განახორციელა სუბორბიტალური ფრენა კოსმოსურ ხომალდ VSS Unity-თ. გაშვების დროს ხომალდმა მიაღწია 3 Mach სიჩქარეს (3.5 ათასი კმ/სთ-ზე მეტი) და აფრინდა 84.5 კილომეტრ სიმაღლეზე. აშშ-ის საჰაერო ძალების თვალსაზრისით, ფრენა კლასიფიცირდება როგორც კოსმოსური ფრენა (საზღვარი 80.4 კმ სიმაღლეზეა). ამის შემდეგ ბიზნესმენის ხომალდი წარმატებით დაეშვა მიწაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.