Magdalena Posted July 15, 2021 Posted July 15, 2021 კომპანია Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ გაათამაშებს კოსმოსში მგზავრობას საკუთარი ხომალდით. ფრენა დაგეგმილია 2022 წლისთვის. ბილეთი გათამაშდება ფონდების შემგროვებელ პლატფორმა Omaze-ზე. გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა თანხის შეწირვა არაკომერციულ ორგანიზაცია Space for Humanity-სთვის. თითოეული შემოწირულობისთვის მომხმარებელი მიიღებს ბონუს-ქულებს, რაც მოგების შანსებს გაზრდის. ქულების მაქსიმალური რიცხვი 6 ათასს შეადგენს. გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს - კოსმოსურ მოგზაურობას ხომალდ VSS Unity-თ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს წარუდგენს ტურს ნიუ-მექსიკოში Richard Branson-ის მონაწილეობით. ლატარეა გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, გამარჯვებული კი 29 სექტემბერს გამოვლინდება. გათამაშების მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი, აგრეთვე COVID-19-ზე ვაქცინირებული. 11 ივლისს რიჩარდ ბრენსონმა განახორციელა სუბორბიტალური ფრენა კოსმოსურ ხომალდ VSS Unity-თ. გაშვების დროს ხომალდმა მიაღწია 3 Mach სიჩქარეს (3.5 ათასი კმ/სთ-ზე მეტი) და აფრინდა 84.5 კილომეტრ სიმაღლეზე. აშშ-ის საჰაერო ძალების თვალსაზრისით, ფრენა კლასიფიცირდება როგორც კოსმოსური ფრენა (საზღვარი 80.4 კმ სიმაღლეზეა). ამის შემდეგ ბიზნესმენის ხომალდი წარმატებით დაეშვა მიწაზე. https://bit.ly/3hAimXe Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.