Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AOC-მა დააანონსა პორტატული მონიტორი I1601P, რომლის გამოყენება შესაძლებელია ლეპტოპის და დესკტოპ სამუშაო სადგურის დამატებითი დისპლეის სახით. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: AOC 

მონიტორის ზომა დიაგონალზე 15.6 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. ხედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 170 გრადუსს აღწევს. 

სიკაშკაშის მაჩვენებელი 220 კდ/2-ია, კონტრასტულობა - 800:1. პანელის კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცია, მატრიცის რეაქციის დრო - 4 მილიწამი. მოწყობილობის ზომები 376.2 × 235.2 × 8.5 მმ-ს შეადგენს. 

image.jpeg 

I1601P მოდელის დიზაინი მინიმალისტურია: ალუმინის რუხი უკანა პანელი, თხელი შავი ჩარჩოები წინა პანელზე. კომპლექტში შედის ქეისი SmartCase, რომელიც დისპლეის ნაკაწრებისგან დაიცავს მოწყობილობის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე გამოიყენება სადგამის სახით. მონიტორის წონა მხოლოდ 800 გრამია, შესაბამისად ადვილია მისი ჩანთაში მოთავსება ყოველდღიური თუ გრძელვადიანი მოგზაურობისას“ - აღნიშნავს AOC. 

image.jpeg 

მონიტორზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი. პანელის გამოყენება შესაძლებელია როგორც ალბომის, ისე პორტრეტის რეჟიმში. 

ახალი მოწყობილობა მიმდინარე წლის აგვისტოდან გაიყიდება დაახლოებით 220 ევროდ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.