Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებულმა ფინანსურ დანაშაულებებთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) შექმნა ციფრული აქტივების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა. ამის შესახებ მითითებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. 

თანამდებობა დაიკავა მიშელ კორვერმა, რომელიც ადრე ციფრული ვალუტების საკითხების კონსულტანტად მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის განყოფილებაში, აგრეთვე იყო ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭოში და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის (FATF) დელეგაციაში. 

იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს კორვერმა შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები, რომელიც ეხებოდა კრიპტოვალუტების კონფისკაციის პროცედურებს სასამართლო დავებში. იგი აგრეთვე კოორდინირებას უწევდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ კვლევებს. 

FinCEN-ში მიშელ კორვერი იმუშავებს „შიდა და გარე პარტნიორებთან სტრატეგიულ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული უკანონონო ფინანსური პრაქტიკის შეწყვეტისა და გამოწვეული შედეგების შემსუბუქებისთვის“. 

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს FinCEN-მა წარადგინა რეგულაციები, რომლებიც ამკაცრებს იდენტიფიკაციასან დაკავშირებულ მოთხოვნებს და ბირჟებისგან ითხოვს ინფორმაციის შენახვას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ახორციელებენ 3 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ოპერაციებს ციფრული აქტივების გამოყენებით. 

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაჩერა წინამორბედ დონალდ ტრამპის ზოგიერთი განკარგულების რეალიზება. ამან გავლენა იქონია მომხმარებლების კასტოდიალური საფულეების ვერფიკაციის წინადადებაზეც. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.