Jump to content

Recommended Posts

Posted

ხელმძღვანელ Jason Chen-ის თქმით კომპანია მზად არის გააფართოვოს საქმიანობა სამედიცინო სმარტ-გადაწყვეტილებების, ანტიბაქტერიული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სფეროებში. ბიზნესმა უკვე მიიღო არაერთი სერთიფიკატი, რომლებიც ეხება ჯანდაცვის IT სისტემებს. 

image.jpeg 

როგორც Acer აცხადებს, კომპანია აქტიურად ცდილობს ყველა შესაძლო ნებართვის მოპოვებას რეგიონალური მარეგულირებელი ორგანოებისგან და უკვე ფლობს ოთხ სერტიფიკატს: ერთი მათგანი დაკავშირებულია ტელემედიცინასთან, მეორე - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ოფთალმოლოგიურ დიაგნოსტიკასთან (ორივე ტაივანში), აგრეთვე გააჩნია თითო-თითო სერტიფიკატი ტაილანდსა და ინდონეზიაში სამედიცინო მასალების გაყიდვასთან დაკავშირებით. 

შვილობილმა კომპანია Acer Healthcare-მა უკვე მიიღო ინდონეზიაში სისტემა VeriSee DR-ის გამოყენების ლიცენზია, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მოახდინონ დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია ტაივანის ხუთ სამედიცინო ცენტრსა და რამდენიმე დიდ კლინიკაში. 

გარდა ამისა, Acer აწარმოებს მონიტორებს, ნოუთბუქებს, კლავიატურებსა და მაუსებს, რომლებიც დამზადებულია ანტიბაქტერიული მასალებისგან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოღვაწე მომხმარებლებისთვის. შვილობილი კომპანია GadgeTek კი აწარმოებს ანტიბაქტერიულ ტანსაცმელს. 

ჩვეულებრივ IT პროდუქტებს რაც შეეხება, Acer-მა Amazon-ზე ბოლო Prime Day-ს აქციის ფარგლებში 100 ათასზე მეტი ლპტოპის გაყიდვა დააფიქსირა - გასული წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტი. საზღვაო გადაზიდვების ბოლოდროინდელი შეფერხების გამო კომპანიამ მოახდინა საჰაერო გზით მიწოდების ორგანიზება აშშ-ში და სარკინიგზო გადაზიდვა - ევროპელი მომხმარებლებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.