Magdalena Posted July 9, 2021 Posted July 9, 2021 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა მხარდაჭერის ჯგუფის თანამშრომლების რაოდენობა ხუთჯერ გაზარდა მომხმარებლების მხრიდან არსებული მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო. კომპანიას 3 ათასი ადამიანი შეუერთდა. Coinbase-ის მხარდაჭერის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტ კასპერ სორენსენის თქმით ბირჟამ მკვეთრად შეამცირა მომხმარებლების საჩივრების რიგი. მან დაამატა, რომ იანვრის შემდეგ პრეტენზიების რიცხვი 70%-ით შემცირდა, მომხმარებლების რაოდენობა კი 28%-ით გაიზარდა. სავაჭრო პლატფორმა გეგმავს უახლოეს თვეებში აამოქმედოს მხარდაჭერის სერვისი ონლაინ-ჩატისა და სატელეფონო ხაზის მეშვეობით. 2018 წლის მარტში Coinbase-ის მომხმარებლებმა კომპანიის წინააღმდეგ ერთდროულად ორი კოლექტიური სარჩელი შეიტანეს - Bitcoin Cash ლისტინგისას ინსაიდერული ვაჭრობისა და კალიფორნიის შტატის „საკუთრების მოთხოვნაზე უარის“ კანონის დარღვევის შესახებ. იმავე წლის ივნისში გამომცემლობა Mashable-მა გამოაქვეყნა კალიფორნიის ბიზნეს-ზედამხედველობის სამმართველოსა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მხრიდან სავაჭრო პლატფორმისადმი პრეტენზიების 134-გვერდიანი ჩამონათვალი. მომხმარებლის საჩივრების რაოდენობა Bitcoin-ბირჟების მუშაობასთან მიმართებაში შეერთებულ შტატებში გასული წლის განმავლობაში გაიზარდა. https://bit.ly/3jJEfFd
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now