Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა მხარდაჭერის ჯგუფის თანამშრომლების რაოდენობა ხუთჯერ გაზარდა მომხმარებლების მხრიდან არსებული მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო. კომპანიას 3 ათასი ადამიანი შეუერთდა. 

Coinbase-ის მხარდაჭერის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტ კასპერ სორენსენის თქმით ბირჟამ მკვეთრად შეამცირა მომხმარებლების საჩივრების რიგი. 

მან დაამატა, რომ იანვრის შემდეგ პრეტენზიების რიცხვი 70%-ით შემცირდა, მომხმარებლების რაოდენობა კი 28%-ით გაიზარდა. 

სავაჭრო პლატფორმა გეგმავს უახლოეს თვეებში აამოქმედოს მხარდაჭერის სერვისი ონლაინ-ჩატისა და სატელეფონო ხაზის მეშვეობით. 

2018 წლის მარტში Coinbase-ის მომხმარებლებმა კომპანიის წინააღმდეგ ერთდროულად ორი კოლექტიური სარჩელი შეიტანეს - Bitcoin Cash ლისტინგისას ინსაიდერული ვაჭრობისა და კალიფორნიის შტატის „საკუთრების მოთხოვნაზე უარის“ კანონის დარღვევის შესახებ. 

იმავე წლის ივნისში გამომცემლობა Mashable-მა გამოაქვეყნა კალიფორნიის ბიზნეს-ზედამხედველობის სამმართველოსა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მხრიდან სავაჭრო პლატფორმისადმი პრეტენზიების 134-გვერდიანი ჩამონათვალი.  

მომხმარებლის საჩივრების რაოდენობა Bitcoin-ბირჟების მუშაობასთან მიმართებაში შეერთებულ შტატებში გასული წლის განმავლობაში გაიზარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.