Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრო პიკაპ Hummer EV-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია უკანა საბურავებით მოხვევის ფუნქცია, რაც მას საშუალებას აძლევს სწორხაზოვნად იმოძრაოს დიაგონალური მიმართულებით, აგრეთვე შეამციროს მოხვევის რადიუსი. ილონ მასკმა განაცხადა, რომ პიკაპი Tesla Cybertruck-იც შეძლებს მოხვევას უკანა ღერძის საბურავების მეშვეობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: GMC 

პირველად ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარდგენა შედგა 2019 წელს პროტოტიპის სტატუსით, კომპანიის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება სერიული ვარიანტის შემუშავება და საბოლოო დიზაინის შესახებ ისაუბრებს წლის მეორე კვარტალში. როგორც ვიცით, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა, თუმცა საზოგადოებამ მაინც მიიღო ინფორმაციის ფრაგმენტები. კერძოდ, მოხდა პნევმატური დაკიდების სისტემის მუშაობისა და დასაკეცი კიბის დემონსტრირება, აგრეთვე გავრცელდა ცნობა, რომ ელექტრო პიკაპი შეძლებს სახლის ელექტროენერგიით მომარაგებას, როგორც ეს შეუძლია ახლახანს წარდგენილ Ford F-150 Lightning-ს. Cybertruck-ის სერიულ ვერსიას შესაძლოა არ ჰქონდეს კარის სახელურები. პიკაპის მიწოდება უნდა დაიწყოს მომდევნო წლიდან და ამ მხრივ Tesla დამოკიდებულია ტეხასში ქარხნის მშენებლობაზე, ადაც უნდა დამზადდეს Cybertruck. 

როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, გასული კვირის ბოლოს ილონ მასკი ტრადიციულად ეწვია Tesla-ს დიზაინ-სტუდიას, რამაც მას საშუალება მისცა დარწმუნებულიყო, რომ Cybertruck-ის დიზაინი სავსებით შეესაბამება ძველად წარდგენილ პროტოტიპისას. Tesla-ს სპეციალისტებმა, მისი თქმით, დაამატეს უკანა საბურავები მოხვევის ფუნქცია, რაც გააუმჯობესებს პიკაპის მანევრირებას. არ დაზუსტებულა, შეძლებს თუ ვერა Cybertruck დიაგონალური მიმართულებით გადაადგილებას Hummer EV-ის მსგავსად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.