Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ინსტიუციური ინვესტორების ინტერესი პირველი კრიპტოვალუტის მიმართ მაისის კორექტირების შემდეგ შემცირდა და უარყოფითიც კი გახდა. ამის შესახებ განაცხადა JPMorgan-ის სტრატეგმა Nikolaos Panigirtzoglou-მ CNBC-სთან ეთერში. 

მან ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი ინვესტორების მხრიდან Bitcoin-პროდუქტებში ფულის ნაკადების ეტაპობრივი შემცირება ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დააფიქსირეს. ზოგიერთმა ინსტიტუციონალმა მაში დაიწყო ფულის გატანა ბაზრიდან - აღნიშნა ანალიტიკოსმა. 

„ინსტიტუციონალური ინტერესი Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ განელდა მიმდინარე წლის მაისში. ამჟამად იგი ფაქტობრივად ნულოვან დონესთან არის ახლოს“ - განაცხადა Panigirtzoglou-მ. 

სევე, აპრილში დაიწყო ინვესტორების მხრიდან ფულის გადადინება ციფრული ოქროდან Altcoin-ებში, კერძოდ Ethereum-ში. ამჟამად კი, მისი თქმით, სიტუაცია შეიცვალა. 

Bitcoin-ში ინსტიტუციონალური ფულის ნაკადი მნიშვნელოვნად დაბალია 2020 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით და, ზოგადად, ბაზარი დათვურ ფაზაში იმყოფება - აღნიშნა სტრატეგმა. აქედან გამოსვლის ერთ-ერთ ინდიკატორად იგი თვლის Bitcoin-ის საბაზრო წილის ზრდას 50%-ს ზემოთ. სტატიის წერის მომენტში ფლაგმანური კრიპტოვალუტის წილი CoinGecko-ს თანახმად 44.8%-ს შეადგენს. 

პირველი კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობაზე კომენტირებისას ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მის დასტაბილურებას უახლოეს კვირებში ელოდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.