Magdalena Posted July 6, 2021 Posted July 6, 2021 ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი პირველი კრიპტოვალუტის მიმართ მაისის კორექტირების შემდეგ შემცირდა და უარყოფითიც კი გახდა. ამის შესახებ განაცხადა JPMorgan-ის სტრატეგმა Nikolaos Panigirtzoglou-მ CNBC-სთან ეთერში. მან ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი ინვესტორების მხრიდან Bitcoin-პროდუქტებში ფულის ნაკადების ეტაპობრივი შემცირება ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დააფიქსირეს. ზოგიერთმა ინსტიტუციონალმა მაშინ დაიწყო ფულის გატანა ბაზრიდან - აღნიშნა ანალიტიკოსმა. „ინსტიტუციონალური ინტერესი Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ განელდა მიმდინარე წლის მაისში. ამჟამად იგი ფაქტობრივად ნულოვან დონესთან არის ახლოს“ - განაცხადა Panigirtzoglou-მ. ასევე, აპრილში დაიწყო ინვესტორების მხრიდან ფულის გადადინება ციფრული ოქროდან Altcoin-ებში, კერძოდ Ethereum-ში. ამჟამად კი, მისი თქმით, სიტუაცია შეიცვალა. Bitcoin-ში ინსტიტუციონალური ფულის ნაკადი მნიშვნელოვნად დაბალია 2020 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით და, ზოგადად, ბაზარი დათვურ ფაზაში იმყოფება - აღნიშნა სტრატეგმა. აქედან გამოსვლის ერთ-ერთ ინდიკატორად იგი თვლის Bitcoin-ის საბაზრო წილის ზრდას 50%-ს ზემოთ. სტატიის წერის მომენტში ფლაგმანური კრიპტოვალუტის წილი CoinGecko-ს თანახმად 44.8%-ს შეადგენს. პირველი კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობაზე კომენტირებისას ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მის დასტაბილურებას უახლოეს კვირებში ელოდება. https://bit.ly/3xbe3Y3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.