Magdalena Posted July 6, 2021 Posted July 6, 2021 კომპანია Microsoft-მა Open AI-სთან ერთად წარადგინა GitHub Copilot - სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე და შეძლებს პროგრამისტს მიუთითოს, როგორ გააუმჯობესოს კოდი. იგი გამოიკვლევს დაწერილ კოდს GitHub-ზე და მომხმარებელს მის სრულყოფას შესთავაზებს. სერვისის ავტორები მას უწოდებენ პროგრამისტის „პარტნიორს“, რადგანაც მას არა მხოლოდ არსებული კოდის გამოკვლევა და კომენტირება შეუძლია, არამედ გვთავაზობს სხვა კოდის დაწერას კონტექსტის შესაბამისად. Copilot-ის ქცევის მოდელი მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება: იგი იმახსოვრებს რა შემთხვევებში ამბობს უარს პროგრამისტი დახმარებაზე და სთავაზობს დახმარებას ყველაზე რთულ ვარიანტებში. GitHub-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკვე ასობით დეველოპერმა შეაფასა Copilot-ის შესაძლებლობები და არ თიშავენ მას მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში. აღინიშნება, რომ ახალი პროგრამა თავსებადია პროგრამირების პრაქტიკულად ყველა აქტუალურ ენასთან, თუმცა ყველაზე უკეთ თავს წარმოაჩენს Python-თან, JavaScript-სა და TypeScript-თან მიმართებაში. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მოცემული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროგრამისტის პროფესიის გამარტივებას და მის შრომას შეამსუბუქებს. ამ ეტაპზე Copilot ინტეგრირებული იქნება ღია კოდის მქონე Microsoft Visual Studio Code-ის უფასო ვერსიაში. მოგვიანებით Microsoft აპირებს მის ჩართვას Visual Studio-ს ფასიან ვერსიაში. https://bit.ly/3jsMMfH Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.