Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Microsoft-მა Open AI-სთან ერთად წარადგინა GitHub Copilot - სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე და შეძლებს პროგრამისტს მიუთითოს, როგორ გააუმჯობესოს კოდი. იგი გამოიკვლევს დაწერილ კოდს GitHub-ზე და მომხმარებელს მის სრულყოფას შესთავაზებს. სერვისის ავტორები მას უწოდებენ პროგრამისტის „პარტნიორს“, რადგანაც მას არა მხოლოდ არსებული კოდის გამოკვლევა და კომენტირება შეუძლია, არამედ გვთავაზობს სხვა კოდის დაწერას კონტექსტის შესაბამისად. 

image.jpeg 

Copilot-ის ქცევის მოდელი მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება: იგი იმახსოვრებს რა შემთხვევებში ამბობს უარს პროგრამისტი დახმარებაზე და სთავაზობს დახმარებას ყველაზე რთულ ვარიანტებში. GitHub-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკვე ასობით დეველოპერმა შეაფა Copilot-ის შესაძლებლობები და არ თიშავენ მას მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში. აღინიშნება, რომ ახალი პროგრამა თავსებადია პროგრამირების პრაქტიკულად ყველა აქტუალურ ენასთან, თუმცა ყველაზე უკეთ თავს წარმოაჩენს Python-თან, JavaScript-სა და TypeScript-თან მიმართებაში. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მოცემული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროგრამისტის პროფესიის გამარტივებას და მის შრომას შეამსუბუქებს. 

ამ ეტაპზე Copilot ინტეგრირებული იქნება ღია კოდის მქონე Microsoft Visual Studio Code-ის უფასო ვერსიაში. მოგვიანებით Microsoft აპირებს მის ჩართვას Visual Studio-ს ფასიან ვერსიაში. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.