Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი რეჟიმი „ულტრა ხარისხი“ დამატების სახით მითითებულია UE5-დოკუმენტაციაში. არსებული ინფორმაციით, იგი საბოლოო მომხმარებლებისთვის ჯერ თვალსაჩინო არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში იმყოფება. ამჟამად DLSS-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებში ხელმისაწვდომი საუკეთესო დამატებითი პარამეტრია რეჟიმი „Quality”, რომლის საშუალებით გამოსახულების გაფართოება ერთნახევარჯერ იზრდება და აისახება 66.6%-ით . 

image.png 

როგორც ჩანს, Ultra Quality რეჟიმი პასუხია AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიისთვის, რომელიც უკვე გვთავაზობს მსგავსი სახელწოდების რეჟიმს. ამ რეჟიმში FSR მხარდაჭერის მქონე თამაშში გამოსახულება აისახება 77%-ით, რაც თეორიულად უპირატესობას FSR-ს ანიჭებს, თუკი ორივე ტექნოლოგია პირისპირ იქნება შედარებული. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც FSR ტექნოლოგია გამოვიდა, არც ერთ თამაშს არ მიუღი ორივე ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ამგვარი შედარების საშუალებას მოგვცემდა. 

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ DLSS-ის ახალი ვერსია უკვე მოხვდა UE5 ძრავში. ამჟამად ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Rainbow Six Siege ან Lego Builder’s Journey, ხელმისაწვდომი ბოლო ვერსიაა DLSS 2.2.6.0. ეს ვერსია წარმატებით დაინერგა სხვა თამაშებშიც და დადასტურდა, რომ იგი უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს არტეფაქტების შემცირების ხარჯზე. 

ახალი 2.2.9.0 ვერსია ჯერ კიდევ არ შემოწმებულა გულდასმით, თუმცა Digital Foundry-ის წარმომადგენელმა წარადგინა მცირე შედარება: 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.