Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა მნიშვნელოვნად გაზარდა Google-ის ქლაუდ საცავებში მონაცემთა მოცულობა - ტექნოლოგიური გიგანტის მოთხოვნები სწრაფად იზრდება და შესაბამისად საკუთარი ინფრასტრუქტურით უკვე ვეღარ უმკლავდება ახალ გამოწვევებს. 

image.jpeg 

მაისის მონაცემებით, Apple აპირებდა 300 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას Google-ის ქლაუდ-სერვერებზე, რაც 50%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ცნობილია, რომ მხოლოდ გასული წლის ნოემბერში Apple-მა Google-ის სანახ სივრცეებში მოცულობა 470 პეტაბაიტით გაზარდა - მთლიანმა მოცულობამ 8 exabyte შეადგინა. მაგალითისთვის, ერთი ექსაბაიტი საკმარისია 237 ათასი წლის ხანგრძლივობის ვიდეოზარების შენახვისთვის. 

ხლა კომპანია ითვლება Google-ის ქლაუდ-საცავების უმსხვილეს კორპორატიულ მომხმარებლად. არსებული ცნობებით, თავად Google-ში კომპანიამ მეტსახელად „Bigfoot“ მიიღო - „თოვლის კაცი“, ან უბრალოდ „დიდი ფეხი“. 

ამავე დროს, Apple აბსოლუტური ლიდერია მეხსიერების მოთხოვნის მხრივ. ნოემბერში კომპანიის მიერ დამატებული 470 პეტაბაიტი თითქმის იმდენივეა, რასა იყენებს Google-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი - TikTok-ის მფლობელი ByteDance. თანაც Apple-მა მეტად მომგებიანი გარიგება დადო: Google-ის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე არსებული კალკულატორის მიხედვით 8 ექსაბაიტი ინფორმაციის შენახვა თვეში 218 მლნ აშშ დოლარი ჯდება, Apple კი ამ მოცულობაში წელიწადში 300 მლნ აშშ დოლარს იხდის. 

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიზარდა ასე თვალშისაცემად Apple-ის მხრიდან მოთხოვნა Google-ის ქლაუდ-საცავებზე. როგორც ჩანს, კომპანიისთვის მეხსიერების „ქირაობა“ უფრო მომგებიანი, ვიდრე დამოუკიდებლად მონაცემთა ცენტრების აშენება, ან უბრალოდ Apple ვერ ასწრებს მშენებლობას, თუმცა უმკლავდება ახალი მონაცემების ნამდვილ ზვავს. 

Google-ის მომხმარებელთა რეიტინგში მესამე ადგილზეა Spotify 460 პეტაბაიტით, შემდეგ მოდის Twitter (315 პბ) და Snapchat (275 პბ). 

ამავე დროს, Apple თავის ინფორმაციას ინახავს არა მხოლოდ Google-ის სერვერებზე, არამედ Amazon-ზეც. მონაცემები დაშიფრულია, ამიტომ პარტნიორ პროვაიდერებს მათზე წვდომა არ გააჩნიათ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.