Magdalena Posted July 2, 2021 Posted July 2, 2021 კომპანია Apple-მა მნიშვნელოვნად გაზარდა Google-ის ქლაუდ საცავებში მონაცემთა მოცულობა - ტექნოლოგიური გიგანტის მოთხოვნები სწრაფად იზრდება და შესაბამისად საკუთარი ინფრასტრუქტურით უკვე ვეღარ უმკლავდება ახალ გამოწვევებს. მაისის მონაცემებით, Apple აპირებდა 300 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას Google-ის ქლაუდ-სერვერებზე, რაც 50%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ცნობილია, რომ მხოლოდ გასული წლის ნოემბერში Apple-მა Google-ის სანახ სივრცეებში მოცულობა 470 პეტაბაიტით გაზარდა - მთლიანმა მოცულობამ 8 exabyte შეადგინა. მაგალითისთვის, ერთი ექსაბაიტი საკმარისია 237 ათასი წლის ხანგრძლივობის ვიდეოზარების შენახვისთვის. ახლა კომპანია ითვლება Google-ის ქლაუდ-საცავების უმსხვილეს კორპორატიულ მომხმარებლად. არსებული ცნობებით, თავად Google-ში კომპანიამ მეტსახელად „Bigfoot“ მიიღო - „თოვლის კაცი“, ან უბრალოდ „დიდი ფეხი“. ამავე დროს, Apple აბსოლუტური ლიდერია მეხსიერების მოთხოვნის მხრივ. ნოემბერში კომპანიის მიერ დამატებული 470 პეტაბაიტი თითქმის იმდენივეა, რასაც იყენებს Google-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი - TikTok-ის მფლობელი ByteDance. თანაც Apple-მა მეტად მომგებიანი გარიგება დადო: Google-ის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე არსებული კალკულატორის მიხედვით 8 ექსაბაიტი ინფორმაციის შენახვა თვეში 218 მლნ აშშ დოლარი ჯდება, Apple კი ამ მოცულობაში წელიწადში 300 მლნ აშშ დოლარს იხდის. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიზარდა ასე თვალშისაცემად Apple-ის მხრიდან მოთხოვნა Google-ის ქლაუდ-საცავებზე. როგორც ჩანს, კომპანიისთვის მეხსიერების „ქირაობა“ უფრო მომგებიანია, ვიდრე დამოუკიდებლად მონაცემთა ცენტრების აშენება, ან უბრალოდ Apple ვერ ასწრებს მშენებლობას, თუმცა უმკლავდება ახალი მონაცემების ნამდვილ ზვავს. Google-ის მომხმარებელთა რეიტინგში მესამე ადგილზეა Spotify 460 პეტაბაიტით, შემდეგ მოდის Twitter (315 პბ) და Snapchat (275 პბ). ამავე დროს, Apple თავის ინფორმაციას ინახავს არა მხოლოდ Google-ის სერვერებზე, არამედ Amazon-ზეც. მონაცემები დაშიფრულია, ამიტომ პარტნიორ პროვაიდერებს მათზე წვდომა არ გააჩნიათ. https://bit.ly/3h2BgGb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.