Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო ღონისძიება ISC 2021-ზე კომპანია Intel-მა ისაუბრა თავის ბოლო მიღწევებზე მაღალი წარმადობის გამოთვლების სფეროში (HPC), აგრეთვე მოკლედ ახსენა სამომავლო პროდუქტები. კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო პარტნიორებისთვის DG2 გრაფიკული პროცესორების ნიმუშების დაგზავნა, რომლებიც საფუძვლად დაედება საფუძვლად დაედება გეიმინგ ვიდეო დაფებს. 

image.jpeg 

DG2 გრაფიკული ჩიპები დაფუძნებულია Intel Xe (HPG) არქიტექტურაზე. მისი პირველი იტერაცია გამოყენებულია მობილურ Tiger Lake პროცესორებში, აგრეთვე მცირე წარმადობის მქონე DG1 ვიდეო დაფაში.  ვიდეო დაფების დეფიციტის ფონზე მთელი გეიმინგ საზოგადოება მოუთმენლად ელის, როდის წარადგენს Intel უფრო მაღალი წარმადობის დისკრეტულ გეიმინგ ვიდეო დაფებს DG2 პროცესორების ბაზაზე და კონკურენციას გაუწევს AMD-სა და NVIDIA-ს GPU-ის ბაზარზე. 

გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად Intel DG2 ვიდეო დაფების სერიაში შევა გრაფიკული პროცესორების ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი, შემსრულებელი ბლოკების (Execution Units) მაქსიმალური რაოდენობა კი 512 ერთეული იქნება. სავარაუდოდ, ამგვარი აღჭურვილობის მქონე GPU-ები შეძლებენ კონკურენციის გაწევას GeForce RTX 3070-სა და Radeon RX 6700 XT მოდელების დონის ვიდეო დაფებისთვის, ფლაგმანური ვიდეო დაფა კი შესაძლოა გვევლინებოდეს GeForce RTX 3070 Ti-ს კონკურენტადაც კი. 

ღონისძიებაზე Intel-ს არც დაუდასტურებია მაგრამ არც უარყვია, რომ Xe-HPG არქიტექტურაზე დამყარებული გეიმინგ ვიდეო დაფები მიმდინარე წელს გამოვა. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ DG2 უკვე პარტნიორების მიერ ტესტირების სტადიაშია. ალბათ სწორედ ამით აიხსნება ბოლოდროინდელი დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაჟონვა, რაც Intel-ის სამომავლო გეიმინგ ვიდეო დაფებთან არის დაკავშირებული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.