Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ამერიკული ტექნოლოგიური კომპანი NVIDIA-ს მიერ ბრიტანული ჩიპების მწარმოებელი Arm-ის შეძენის სადავო საკითხმა იდუსტრიის მსხვილი მწარმოებელი კომპანიების თანხმობა დაიმსახურა. არსებული ცნობების თანახმად 40 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების გარიგებას მხარს უჭერენ მიკროსქემების უმსხვილესი მწარმოებლები: Broadcom, MediaTek და Marvell. 

image.jpeg 

აღინიშნა, რომ ინდუსტრიის მსხვილი მწარმოებლების მიერ გარიგების დამტკიცების შესახებ განცხადება გაკეთდა ამ საკითხის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც ამზადებს დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების საკითხების ორგანო. დეპარტამენტი აფასებს გარიგების შესაძლო უარყოფით შედეგებს და ასევე ამოწმებს, ემუქრება თუ არა ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამოძიების დასკვნა წარდგენილი იქნება არაუგვიანეს 30 ივლისისა. გარდა ამისა, NVIDIA-ს მიერ Arm-ს შეძენის პოტენციურ შედეგებს იკვლევენ შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოები. 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტექნლოგიური გიგანტი, როგორებიცაა Qualcomm და Microsoft, ადრე ეწინააღმდეგებოდნენ გარიგებას და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ NVIDIA-ს შესაძლოა კონკურენტებისთვის შეეზღუდა Arm ტექნოლოგიებზე წვდომა ან გაეზარდა მათი გამოყენების ღირებულება. ამ დროისთვის იაპონური SoftBank-ის საკუთრებაში არსებული Arm საფირმო არქიტექურაზე დამყარებული მიკროსქემების შექმნის ლიცენზიბს აწვდის სხვადასხვა ქვეყნის ხუთასზე მეტ კომპანიას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.