Magdalena Posted June 29, 2021 Posted June 29, 2021 კრიპტოვალუტა Monero-ზე (XMR) დამყარებული ზიანისმომტანმა მაინერმა, სახელწოდებით Crackonosh, რომელიც ინერგება თამაშების პირატულ ვერსიებში, განსაკუთრებით კი Grand Theft Auto V-ში, ჰაკერებს ორწელიწადნახევრის განმავლობაში 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც 9 ათასი XMR მონეტის ეკვივალენტია. ამის შესახებ განაცხადა Avast-ის პრეს-სამსახურმა. მაინერი თიშავს ცნობილ ანტივირუსებს Windows Defender-ის ტიპის სისტემების ჩათვლით, აგრეთვე ბლოკავს ოპერაციული სისტემის ავტომატურ განახლებას იდენტიფიკაციის თავიდან ასარიდებლად. მას შემდეგ, რაც მაინერის მუშაობისთვის ყველანაირი უსაფრთხო პირობა შეიქმნება, იგი აამოქმედებს მაინერ XMRig-ს. ამჟამად მისით დავირუსებულია ოპერაციულ სისტემა Windows-ის ბაზაზე მომუშავე 220 ათასი კომპიუტერი. ყველაზე აქტიურად მაინერი გავრცელებულია ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის ქვეყნებში. საკვირველია, მაგრამ ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა პრაქტიკულად არ შეხებია დსთ-ის ქვეყნებსა და ჩინეთს. Avast-ის წარმომადგნელების აზრით, ვირუსის შემქმნელი შესაძლოა ჩეხეთში იმყოფებოდეს. https://bit.ly/3qsXm7L
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now