Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel თითქმის ერთი წელი არეკლამებს DG2 (Xe-HPG) გეიმინგ გრაფიკულ პროცესორებს, ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად მაღალი წარმადობის მოდელი 512 EU პოზიციონირებს Nvidia RTX 3070-სა და RTX 3080-ს შორის. რაჯა კოდურიმაც გაასაჯაროვა დაფის გარკვეული ტესტები და წარადგინა კიდეც 512 EU მოდელის მრავალჩიპიანი დიზაინი. თუმცა RedGamingTech-ის ახალი ინფორმაციით DG2 შესაძლოა თავდაპირველად გამოვიდეს ლეპტოპებში, დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი დისკრეტული ვიდეო დაფები კი 2022 წელს გამოჩნება. 

image.jpeg 

DG1-ც თავდაპირველად გამოჩნდა ლეპტოპებში ისევე, როგორც Iris Xe MAX, შემდეგ კი გამოვიდა დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ვიდეო დაფების სახით. RedGamingTech-ის თანახმად, DG2-ს შესაძლოა ჰქონდეს RTX 3060 Ti დაფის მსგავსი წარმადობა, რაც მობილურ RTX 3070-ს შეესაბამება. მეხსიერების მოდულების რაოდენობის მხრივ DG2 დაფებში მოცემული იქნება დაახლოებით 400-500 ათასი გრაფიკული პროცესორი. 

დესკტოპ კომპიუტერებიდან ლეპტოპებზე აქცენტის გადატანის ერთ-ერთი მიზეზია ვიდეო დაფების მწარმოებელი პარტნიორების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები. Intel-ისთვის გაცილებით ადვილია Intel CPU + Intel dGPU გადაწყვეტილებების შემოთავაზება ლეპტოპების მწარმოებელი მთავარი პარტნიორების მეშვეობით. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია AMD-სა და Nvidia-ს GPU-ებზე დაფუძნებული გრაფიკული დაფების შემცირება ახალი Intel DG2-ის სასარგებლოდ. მეორე მიზეზია სამუშაო დატვირთვა და ბირთვების სიხშირე, რომლებიც ვერ არის ისეთი მაღალი, როგორც AMD-ისა და NVIDIA-ს დესკტოპ ანალოგები. Intel-ს სამუშაო აქვს დესკტოპ დაფებში მაღალი მაჩვენებლების მიღწევის მხრივ, თუმცა მისი მობილური ვერსიები უკვე გვთავაზობენ ღირსეულ მაჩვენებლებს AMD-სა და NVIDIA-ს ამჟამინდელ ვიდეო დაფებთან მიმართებაში. ამ ცნობებს ამყარებს Geekbench-ის ახალი ინფორმაცია, რომელშიც მოცემულია 256 EU-ს მქონე DG2 მოდელი მობილურ პროცესორ Alder Lake-თან ერთად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.