Magdalena Posted June 29, 2021 Posted June 29, 2021 პორტალ VideoCardz-ის თანახმად NVIDIA ემზადება მძლავრი გამოთვლითი ამაჩქარებლების - A100 სერიის შევსებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერული სისტემების სეგმენტისთვის. NVIDIA A100 ამაჩქარებლებში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი GA100, რომელიც ყველაზე დიდი GPU-ია Ampere არქიტექტურაში. ამ კრისტალის ფართობია 826 მმ2, თავად ჩიპი შეიცავს 54 მილიარდ ტრანზისტორს. NVIDIA A100 ამაჩქარებლები ხელმისაწვდომია ორ ვარიანტად: SXM4 მოდულებისა და PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე სტანდარტული დაფის სახით. მათ მაქსიმალური წარმადობის დაახლოებით იდენტური მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან მიკროპროცესორების დაკავშირების მახასიათებლებით. NVLink ინტერფეისის გამოყენება PCIe-ვერსიაში მხოლოდ ორი A100 ამაჩქარებლის გაერთიანების საშუალებას იძლევა. SXM4-ვერსიის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ვერსიები 40 და 80 გბ HBM2e მეხსიერებით, PCIe-ვერსიაში კი - ამჟამად მხოლოდ 40 გბ მოდელი. თუმცა, VideoCardz-ის ინფორმაციით, NVIDIA უახლოეს დროში გამოუშვებს A100-ის PCIe-ვერსიას HBM2e სტანდარტის 80 გბ მეხსიერებით. თავად კომპანიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ცნობა აღმოჩენილ იქნა NVIDIA-ს ვებ-გვერდის დოკუმენტაციაში. წყაროზე დაყრდნობით პორტალი აგრეთვე აცხადებს, რომ ახალი დაფის რელიზი მომდევნო კვირაში შედგება. პარალელურად მითითებულია, რომ PCIe ფორმ-ფაქტორის A100-ის მეხსიერების სიჩქარე 2 ტბ/წმ-ის დონეზეა. ასეთივე მაჩვენებელს ფლობს SXM ტიპის A100 მოდელი მეხსიერების ანალოგიური მოცულობით. https://bit.ly/3jtpSoz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.