Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ VideoCardz-ის თანახმად NVIDIA ემზადება მძლავრი გამოთვლითი ამაჩქარებლების - A100 სერიის შევსებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერული სისტემების სეგმენტისთვის. 

image.jpeg 

NVIDIA A100 ამაჩქარებლებში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი GA100, რომელიც ყველაზე დიდი GPU-ია Ampere არქიტექტურაში. ამ კრისტალის ფართობია 826 მმ2, თავად ჩიპი შეიცავს 54 მილიარდ ტრანზისტორს. NVIDIA A100 ამაჩქარებლები ხელმისაწვდომია ორ ვარიანტად: SXM4 მოდულებისა და PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე სტანდარტული დაფის სახით. მათ მაქსიმალური წარმადობის დაახლოებით იდენტური მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან მიკროპროცესორების დაკავშირების მახასიათებლებით. NVLink ინტერფეისის გამოყენება PCIe-ვერსიაში მხოლოდ ორი A100 ამაჩქარებლის გაერთიანების საშუალებას იძლევა.  

SXM4-ვერსიის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ვერსიები 40 და 80 გბ HBM2e მეხსიერებით, PCIe-ვერსიაში კი - ამჟამად მხოლოდ 40 გბ მოდელი. თუმცა, VideoCardz-ის ინფორმაციით, NVIDIA უახლოეს დროში გამოუშვებს A100-ის PCIe-ვერსიას HBM2e სტანდარტის 80 გბ მეხსიერებით. თავად კომპანიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ცნობა აღმოჩენილ იქნა NVIDIA-ს ვებ-გვერდის დოკუმენტაციაში. 

image.png 

წყაროზე დაყრდნობით პორტალი აგრეთვე აცხადებს, რომ ახალი დაფის რელიზი მომდევნო კვირაში შედგება. პარალელურად მითითებულია, რომ PCIe ფორმ-ფაქტორის A100-ის მეხსიერების სიჩქარე 2 ტბ/წმ-ის დონეზეა. ასეთივე მაჩვენებელს ფლობს SXM ტიპის A100 მოდელი მეხსიერების ანალოგიური მოცულობით. 

image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.