Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

დიდი ალბათობით, მთვარეზე მოპოვებული პირველი რესურსი ჩვეულებრივი წყალი იქნება. მისი მოპოვება იგეგმება პოლარულ რეგიონებში არსებული ყინულის მარაგებიდან, მაგრამ არსებობს პრობლემა - ეს არის არა სუფთა ყინული, არამედ მისი ნარევი ეგოლიტთან (მთვარის გრუნტთან), რომლის დაშლა მეტად რთულია და ენერგეტიკული თვალსაზრისით ხარჯიანი. ამიტომაც NASA-მ გამოაცხადა შეჯიბრი „Break the Ice“ (დავამტვრიოთ ყინული) იდეებისა და პროექტების შესაგროვებლად, რათა განხორციელდეს ეს პროცესი საუკეთესო გზით. 

სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო Masten Space Systems-ის პროექტმა „Rocket M“, რომლის ინჟინრებმა შეიმუშავეს უჩვეულო სისტემა სარაკეტო ძრავის ბაზაზე. რეგოლიიანი ყინულის გაბურღვის ნაცვლად მას დაადნობენ და ააორთქლებენ არაუმეტეს 500 Н  სიმძლავრისა და ნახევარი წამი ხანგრძლივობის მოკლე რეაქტიული იმპულსებით. შედეგად შესაძლებელი გახდება 2 მეტრი სიღრმის მაღაროს გაკეთება და 100 კგ-მდე ყინულის მოპოვება. 

image.jpeg 

სარაკეტო ძრავ მუშაობს ჟანგბადსა და წყალბადზე, რომლის მიღებაც შესაძლებელია წყლისგან - ე.ი. იგი საკუთარ თავს გამოკვებავს. მაღაროელი მარსმავალი 1120 კგ-ს იწონის, შეუძლია 3.45 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება და 20°-იანი დახრილობის ფერდობების გადალახვა. მის შემადგენლობაში შედის ჩამოსაშლელი გუმბათი მაღარო ჰერმეტიზაციისთვის, აგრეთვე გამაგრილებელი, რომელმაც წარმოქმნილი წყლის ორთქლი სუფთა ყინულად უნდა აქციოს. 

მთვარის ყინულის ხელოვნურ ანალოგზე ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ Rocket M კომპლექსს შეუძლია დღეში 12 მაღაროს დამუშავება. ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მას შეეძლება 426 ტონა წყლის მოპოვება პრაქტიკულად სრულიად ავტონომიურ რეჟიმში. დამატებით, შესაძლებელია სისტემის კონფიგურირება მშრალი რეგოლიტის მოსაპოვებლად - მას გამოიყენებენ მთვარის ბეტონის შემავსებლის სახით, სამომავლო კოლონიის სამშენებლო მასალად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.