Magdalena Posted June 28, 2021 Posted June 28, 2021 დიდი ალბათობით, მთვარეზე მოპოვებული პირველი რესურსი ჩვეულებრივი წყალი იქნება. მისი მოპოვება იგეგმება პოლარულ რეგიონებში არსებული ყინულის მარაგებიდან, მაგრამ არსებობს პრობლემა - ეს არის არა სუფთა ყინული, არამედ მისი ნარევი რეგოლიტთან (მთვარის გრუნტთან), რომლის დაშლა მეტად რთულია და ენერგეტიკული თვალსაზრისით ხარჯიანი. ამიტომაც NASA-მ გამოაცხადა შეჯიბრი „Break the Ice“ (დავამტვრიოთ ყინული) იდეებისა და პროექტების შესაგროვებლად, რათა განხორციელდეს ეს პროცესი საუკეთესო გზით. სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო Masten Space Systems-ის პროექტმა „Rocket M“, რომლის ინჟინრებმა შეიმუშავეს უჩვეულო სისტემა სარაკეტო ძრავის ბაზაზე. რეგოლიტიანი ყინულის გაბურღვის ნაცვლად მას დაადნობენ და ააორთქლებენ არაუმეტეს 500 Н სიმძლავრისა და ნახევარი წამი ხანგრძლივობის მოკლე რეაქტიული იმპულსებით. შედეგად შესაძლებელი გახდება 2 მეტრი სიღრმის მაღაროს გაკეთება და 100 კგ-მდე ყინულის მოპოვება. სარაკეტო ძრავი მუშაობს ჟანგბადსა და წყალბადზე, რომლის მიღებაც შესაძლებელია წყლისგან - ე.ი. იგი საკუთარ თავს გამოკვებავს. მაღაროელი მარსმავალი 1120 კგ-ს იწონის, შეუძლია 3.45 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება და 20°-იანი დახრილობის ფერდობების გადალახვა. მის შემადგენლობაში შედის ჩამოსაშლელი გუმბათი მაღაროს ჰერმეტიზაციისთვის, აგრეთვე გამაგრილებელი, რომელმაც წარმოქმნილი წყლის ორთქლი სუფთა ყინულად უნდა აქციოს. მთვარის ყინულის ხელოვნურ ანალოგზე ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ Rocket M კომპლექსს შეუძლია დღეში 12 მაღაროს დამუშავება. ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მას შეეძლება 426 ტონა წყლის მოპოვება პრაქტიკულად სრულიად ავტონომიურ რეჟიმში. დამატებით, შესაძლებელია სისტემის კონფიგურირება მშრალი რეგოლიტის მოსაპოვებლად - მას გამოიყენებენ მთვარის ბეტონის შემავსებლის სახით, სამომავლო კოლონიის სამშენებლო მასალად. https://bit.ly/3zSSywM Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.