Magdalena Posted June 26, 2021 Posted June 26, 2021 კომპანია MSI-მ წარადგინა ვიდეო დაფა NVIDIA CMP 50HX Miner, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტა Ethereum-ის ეფექტური მოპოვებისთვის. ახალი დაფა წარმოადგენს ამაჩქარებლების სპეციალიზებულ სერია Cryptocurrency Mining Processor-ის (CMP) შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, რომ მაინერების ყურადღება GeForce-სერიის გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს. MSI CMP 50HX Miner-ის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი 3584 CUDA ბირთვით, ასევე 10 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირითა და 320-ბიტიანი სალტით. ახალ დაფას შეუძლია PCIe 1.0 x 4 ინტერფეისთან მუშაობა. სავარაუდოდ, დაფა აგებულია Turing სერიის TU102 ჩიპებზე, რომლებიც გამოიყენებოდა, მაგალითად, GeForce RTX 2080 Ti-ს შემადგენლობაში. თუმცა არც NVIDIA-ს, არც MSI-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. MSI CMP 50HX Miner-ის გრაფიკული ჩიპი ფლობს 1350 მჰც საბაზისო სიხშირეს. Boost რეჟიმში იგი 1545 მჰც-მდე იზრდება. NVIDIA-მ ადრე განაცხადა, რომ CMP 50HX სერიის მოდელები Ethereum-ის მოპოვებისას უზრუნველყოფენ 45 მჰეშ/წმ წარმადობას. MSI თავისი ახალი დაფის აღწერილობაში ამ ინფორმაციას ადასტურებს, მაგრამ მიუთითებს, რომ იგი სამართლიანია მხოლოდ DAG Epoch 394 ალგორითმისთვის, ოთახის ტემპერატურისა და კარგი გაგრილების პირობებში. ამაჩქარებელში გამოყენებულია Aero სერიის გაგრილების ორსლოტიანი სისტემა ტანგენციალური ვენტილატორით, რომელიც საიმედოობის მაღალი დონით გამოირჩევა. ვიდეო დაფის ზომებია 268 x 114 x 36 მმ. დაფა ასევე აღჭურვილია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტით. MSI აღნიშნავს, რომ დაფაში გამოყენებულია custom-იზებული PCB, თუმცა კომპანიას დეტალები არ დაუკონკრეტებია. 225 ვატი ენერგომოხმარების მქონე მოდელ MSI CMP 50HX Miner-ს აქვს კვების ორი 8-პინიანი კონექტორი. რადგანაც ეს დაფა ორიენტირებულია მხოლოდ მაინინგზე, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. მათ ნაცვლად კომპანიამ განათავსა დამატებითი ჭრილი ამაჩქარებლიდან ცხელი ჰაერის გამოსასვლელად. რადგანაც ვიდეო დაფის ანონსი ფორმალური ხასიათის იყო, კომპანიას არ განუცხადებია მისი ფასისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. https://bit.ly/2SnB8rb 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now