Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წლის თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მხოლოდ მომავალ წელს გავა კომპანია Starlink მოგებაზე, რის შემდეგა იფიქრებს მისი აქციების საჯარო განთავსებაზე. მიმდინარე კვირაში SpaceX-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ Starlink-მა პირველ რიგში უნდა მოახდინოს პროგნოზირებადი ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობის დემონსტრირება. 

image.jpeg 

ამის შესახებ გვატყობინებს სააგენტო Reuters Twitter-ზე მასკის მორიგ მიმოწერაზე დაყრდნობით. ამერიკელი მილიარდერის თქმით, Starlink-ს საჯარო საფონდო ბაზარზე გასვლა ძალიან გაუჭირდება ფულადი ნაკადების დასტაბილურებამდე. ამავდროულად, იგი მზად არის Tesla-ს აქციონერებ წვდომა გაუხსნას Starlink-ის აქციებისკენ პრივილეგირებული პირობებით. 

Starlink არის თანამგზავრული ინტერნეტის ოპერატორი, რომელიც აპირებს დედამიწის ახლო ორბიტაზე განათავსოს 12 ათასი სატელიტი. ამჟამად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაყვანილია დაახლოებით 1800 თანამგზავრი, სექტემბრისთვის კი კომპანია დედამიწის სრულ დაფარვას გეგმავს. სატესტო რეჟიმში ოპერატორს წვდომა აქვს 11 ქვეყანაზე, კომპანიამ უკვე შეაგროვა ქსელთან დაკავშირების მსურველთა ნახევარი მილიონი განაცხადი. როგორც კი Starlink დაიწყებს სტაბილური მოგების გენერირებას, იგი შეძლებს არა მხოლოდ საჯარო საფონდო ბაზარზე შესვლას, არამედ გახდება SpaceX-ის სხვა დიდი პროექტების დაფინანსების წყარო - მაგალითად, დააფინანსებს გადამზიდ Starship-ის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ხალხისა და ტვირთის გაგზავნისთვის არა მხოლოდ მთვარის, არამედ მარსის მიმართულებით. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.