Magdalena Posted June 26, 2021 Posted June 26, 2021 მიმდინარე წლის თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მხოლოდ მომავალ წელს გავა კომპანია Starlink მოგებაზე, რის შემდეგაც იფიქრებს მისი აქციების საჯარო განთავსებაზე. მიმდინარე კვირაში SpaceX-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ Starlink-მა პირველ რიგში უნდა მოახდინოს პროგნოზირებადი ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობის დემონსტრირება. ამის შესახებ გვატყობინებს სააგენტო Reuters Twitter-ზე მასკის მორიგ მიმოწერაზე დაყრდნობით. ამერიკელი მილიარდერის თქმით, Starlink-ს საჯარო საფონდო ბაზარზე გასვლა ძალიან გაუჭირდება ფულადი ნაკადების დასტაბილურებამდე. ამავდროულად, იგი მზად არის Tesla-ს აქციონერებს წვდომა გაუხსნას Starlink-ის აქციებისკენ პრივილეგირებული პირობებით. Starlink არის თანამგზავრული ინტერნეტის ოპერატორი, რომელიც აპირებს დედამიწის ახლო ორბიტაზე განათავსოს 12 ათასი სატელიტი. ამჟამად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაყვანილია დაახლოებით 1800 თანამგზავრი, სექტემბრისთვის კი კომპანია დედამიწის სრულ დაფარვას გეგმავს. სატესტო რეჟიმში ოპერატორს წვდომა აქვს 11 ქვეყანაზე, კომპანიამ უკვე შეაგროვა ქსელთან დაკავშირების მსურველთა ნახევარი მილიონი განაცხადი. როგორც კი Starlink დაიწყებს სტაბილური მოგების გენერირებას, იგი შეძლებს არა მხოლოდ საჯარო საფონდო ბაზარზე შესვლას, არამედ გახდება SpaceX-ის სხვა დიდი პროექტების დაფინანსების წყარო - მაგალითად, დააფინანსებს გადამზიდ Starship-ის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ხალხისა და ტვირთის გაგზავნისთვის არა მხოლოდ მთვარის, არამედ მარსის მიმართულებით. https://bit.ly/3gRnV3r 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now