Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ღონისძიება Conference on Computer Vision and Pattern Recognition-ზე (CVPR) Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი კარპატიმ წარადგინა Tesla-ს სუპერკომპიუტერების ახალი კლასტერი არანორმალურად შთამბეჭდავი მახასიათებლებით - გვაცნობებს რესურსი Electrek. სპეციალისტების შეფასებით, მახასიათებლები სუპერკომპიუტერს საშუალებას აძლევს მოიპოვოს მეხუთე ადგილი მსოფლიო რეიტინგში. 

Tesla-ს ახალ კლასტერში შედის რვა NVIDIA A100 80GB ამაჩქარებლის 720 ნოუდი - სულ 5760 გრაფიკული პროცესორი. ამ მონსტრის გამომთვლელი წარმადობა FP16 ოპერაციებში 1.8 exaFLOPS-ს აღწევს. მონაცემთა სანახი სივრცე 10 პეტაბაიტს შეადგენს, სიჩქარე - 1.6 ტბ/წმ გამოყენებულია NVMe მყარი დისკები ცხელი ჩანაცვლების შესაძლებლობით. 

image.jpeg 

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კომპანიას დაუგროვდა 1.5 პეტაბაიტი მოცულობის მონაცემები და იგი უზარმაზარ გამოთვლით სიმძლავრეს მოიხოვს. კარპატიმ აგრეთვე დაადასტურა, რომ Tesla ამზადებს კიდევ უფრო მაღალი წარმადობის სუპერკომპიუტერს, რომელიც ნეიროქსელის სწავლებაზე იქნება ოპტიმიზებული. სავარაუდოდ, ეს გახლავთ პროექტი Dojo, რომელიც მზად მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. 

  • Like 1
  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.