Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Xiaomi მუშაობს მობილური მოწყობილობების დამუხტვის ახალ ტექნოლოგიაზე. ინფორმაცია ახალი სისტემის შესახებ გამოქვეყნდა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (Chinas National Intellectual Property Administration, CNIPA) ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

Xiaomi-ს შემოთავაზებაა გაჯეტები ხმოვანი ტალღების გამოყენებით დაიმუხტოს. დამტენ სადგურში მოცემული იქნება აკუსტიკური ვიბრაციების სპეციალური გენერატორი, რომელიც შეძლებს ამა თუ იმ მოწყობილობის, მაგალითად სმარტფონის, მიმღების დაჭერას. შემდეგ ხმოვანი ტალღები გარდაიქმნება ელექტრო ძაბვად ბატარეის ენერგიის მარაგის შევსებისთვის. 

საინტერესოა, რომ დამტენი სადგური თავად შეიძლება იყოს აღჭურვილი სხვადასხვა გარდამქმნელით გარემოდან ენერგიის მისაღებად. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მზის პანელები. 

image.jpeg 

ამასთან, ეს უჩვეულო ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერი ცნობილი Xiaomi-ს სამომავლო გეგმებზე სისტემის პროტოტიპის შექმნასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ ადრე Xiaomi-მ წარადგინა უსადენო დამუხტვის სისტემა Air Charge: მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვა რამდენიმე მეტრი მანძილის დაშორებით. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.