Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG-მ ჩაიფიქრა უჩვეულო ტელევიზორის პანელის შექმნა, რომელიც დამყარებული იქნება დრეკადი დისპლეის ბაზაზე. როგორც რესურსი LetsGoDigital გვაცნობებს, ახალი ტელევიზორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში. 

image.jpeg 

საუბარი ეხება პანელს, რომელიც ჰორიზონტალურად იხვევა. როგორც საპატენტო ილუსტაციებიდან ვხედავთ, მოწყობილობა შემდგარი იქნება ბაზისგან, რომელზეც დაყენებულია მოძრავი მოდულები. 

image.jpeg 

დაკეცილ მდგომარეობაში ამგვარი ტელევიზორი გარეგნულად მოგვაგონებს აკუსტიკური სისტემის დინამიკს ვერტიკალურად გამოწეული დისპლეით. ვიდეომასალებზე ჩანს, რომ მარცხენა და მარჯვენა მოდულები გადაადგილდება ჰოროზონტალურად, ეკრანი კი ჩვეულ სტანდარტულ ფორმას მიიღებს. საინტერესოა ის, რომ დრეკადი ეკრანი მოიცავს მოძრავი მოდულების გვერდით ნაწილებს: ამ სივრცეებზეც შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გამაურებული პანელის მახასიათებლები. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მასში გამოყენებული იყოს მატრიცა ორგანული შუქდიოდებით (OLED) და გვერდების შეფარდებით - 16:9. 

უნდა აღინიშოს, რომ LG-მ გასულ წელს დაიწყო ტელევიზორ Signature OLED R-ის გაყიდვა. მას აქვს 65-დუიმიანი დრეკადი ეკრანი, რომლის გრაგნილივით დახვევაა შესაძლებელი და სრულიად იფარება ბაზის შიგნით. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.