Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) ამოქმედება საბანკო სისტემას ჩამოართმევს დეპოზიტების ბაზის დაახლოებით 8%-ს (873 მილიარდი ევრო) - გამოითვალეს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსებმა, გვცანობებს Reuters. 

მსგავსი შეფასება პესიმისტურ სცენარს შეიცავს. იგი ემყარება დაშვებას, რომ ევროზონის 15 წელზე უფროსი ყველა მოქალაქე დეპოზიტებიდან CBDC-ში 3000 ევროს გადაიტანს. მსგავსი ლიმიტი, როგორც დაზღვევა საბანკო სექტორში ვითარების დესტაბილიზაციისგან, ადრე დასახელა ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამაც. 

ისეთი მცირე ქვეყნების საკრედიტო ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა საბერძნეთი, ლატვია და ესტონეთი, ციფრულმა ევრომ შეიძლება ზიანი კიდევ უფრო შესამჩნევი გახადოს. ანალიტიკოსების აზრით, მათ შეიძლება ჰქონდეთ საბანკო დეპოზიტების 17-30%-ის გადინება. 

რეალური შეფასებები კი შესაძლოა არც ისე პესიმისტური იყოს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი ბანკების მომხმარებლები დანაზოგების დიდ ნაწილს ციფრულ ევროში გადაიტანენ, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი გათვლებით, უარეს შემთხვევაში, ეფექტი შეიძლება იყოს 10%. 

image.png 

წყარო: Morgan Stanley. 

Morgan Stanley აღნიშნავს, რომ CBDC-ის მიღება გაზრდის კრედიტი/დეპოზიტის (LDR) საზომების ურთიერთმიმართებას საშუალოდ 97%-დან 105%-მდე.  

შედეგად გაიზრდება ლიკვიდურობის დეფიციტის ალბათობა მსესხებლების მხრიდან აქტიური მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, იგი არ გამოიწვევს სისტემურ შედეგებს, რადგან პანდემიის ეპოქაში LDR უკვე გაიზარდა ამ მაჩვენებლებამდე, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. 

შეგახსენებთ, ადრე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გარფრთხილება გასცა მონეტარული მარეგულირებლის პრობლემების შესახებ საკუთარი CBDC-ის არარსებობის გამო. 

მანამდე ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ციფრული ევროს გამოშვება, რომლის დამტკიცებაც პოლიტიკოსების მიერ იქნება შესაძლებელი, შეიძლება მოხდეს ოთხი წლის შემდეგ. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.