Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია IDC-მა შეისწავლა ევროპაში თან სატარებელი ელექტრონიკის ბაზარი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში: ინდუსტრია, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სწრაფად განიცდის აღმასვლას კორონავირუსის დარტყმისა და მისგან პროვოცირებული მიწოდების ჯაჭვების მოშლის შემდეგ. 

image.jpeg 

იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ევროპელებმა შეიძინეს 22.0 მილიონი ტარებადი გაჯეტი - ჭკვიანი საათები, ფიტნეს ტრეკერები, უსადენო ყურსასმენები (TWS) და .. ეს არის 33%-ით, ანუ ზუსტად ერთი მესამედით მეტი, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში. 

ბაზრის ლიდერია Apple, რომლის წილმა ბოლო კვარტალში 35.6% შეადგინა. Samsung მნიშვნელოვნად ჩამორჩება მას და მეორე ადგილზეა 16,1%-იანი წილით. Xiaomi ხურავს სამეულს 11.5%-იანი მაჩვენებლით. 

image.jpeg 

აღინიშნა, რომ სხვადასხვა ტიპის სმარტ-საათზე მოდის თან სატარებელი მოწყობილობების მთლიანი მიწოდების 31.2%. ბაზრის უდიდესი სეგმენტი 53.2%-იანი წილით არის ყველა ტიპის ყურსასმენი, კერძოდ TWS-ყურსასმენები. 

ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ევროპაში თან სატარებელი გაჯეტების საერთო მიწოდება ბაზარზე 91.7 მილიონ ერთეულს მიაღწევს. 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 168.4 მილიონი ერთეული იქნება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.