Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს ყველა წინა მცდელობა - გეიმერული ვიდეო დაფები მაინინგისგან დაცვის ფუნქციით აღეჭურვა, წარუმატებელი აღმოჩნდა და მაინერების მხრიდან დაცინვა დაიმსახურა. ჰეშრეითის შეზღუდვის სისტემის მქონე პირველი RTX 3060 დაფები გამოსვლიდან რამდენიმე თვეშვე განიბლოკა 470.05 ვერსიის დრაივერის წყალობით, რომელიც მხოლოდ დეველოპერებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მის გარეშეც კი დაფები არც ისე ცუდად მუშაობდნენ ჰეშირების სხვა ალგორითმების მონეტების მოპოვებისას, რადგანაც შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ Dagger Hashimoto (Ethash) ალგორითმს. 

image.jpeg 

ზუსტად იგივე ვითარება განმეორდა ახლახან გამოსულ  RTX 3080Ti და RTX 3070Ti დაფებზე, რომლებსაც შეზღუდვების მიუხედავად არც ისე ცუდი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ ისეთი მონეტების მოპოვებაში, როგორიცაა Ergo, Conflux CFX, Ravencoin და Cortex (CTXC). შედეგად, Nvidia- ქმედებებმა ვე გამოიწვია ფასების რეალური შემცირება ამ მოდელებზე, რადგან ისინი კვლავ მოხოვნადია მაინერებს შორის. 

მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ გეიმერებისთვის GPU-ების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარების შესაცვლელად საჭიროა ჰეშრეითის შეზღუდვების შემოღება არა მხოლოდ Ethereum-ს, არამედ მისი ანალოგებისთვის. პირველი დაფა ალგორითმების გაფართოებული შეზღუდვით გახდა ახალი RTX 3060 LHR. ზოგიერთმა მაინერმა განაცხადა Altcoin-ების მაინინგის პრობლემის შესახებ ახლად შეძენილ MSI GeForce RTX 3060 დაფაზე. ფორუმის მონაწილეთა განცხადებით შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა ათზე მეტ პოპულარულ მონეტაზე, რომლებიც დაფუძნებულია Proof of work კონსენსუსის ალგორითმზე. 470.05 დრაივერის ინსტალაცია, რომელიც უბრალოდ არ მუშაობს RTX 3060-ის განახლებულ ვერსიებთან, ვერ აღმოჩნდა პრობლემის მოგვარების საშუალება. 

  • Like 1
Posted

ნეტში როგორც წერდენ ვითომ არანაირი აგრნიჩენია არა აქვსო FE ვერსიებზე, მე პირადათ ვერსად ვერ ვიპოვე მაგის სკრინები ეგრეა თუ მანდაც შეზღუდვები ადევს, თუმცა თერმობალიშების გამოცვლა სამაინინგოთ მაგ კარტებზეც აუცილებელია, ეხება უფრო იმ მოდელებს რომლებზეც GDDR6X VRAM აყენია, ეგენი ხურდებიან ლამის 100 გრადუსამდე მაინინგში, თერმობალიშებს თუ გამოუცვლი და ყველაზე კარგებს დააყენებ (ასე 20$ ამბავია მგონი მაქს) ტემპერატურა 85 გრადუსამდე ეცემა და ჰეშრეიტი 80-ან 100-მდე მატულობსო ცალ 3080, 3080Ti კიდე უფრო მეტ ჰეშრეიტზე ამაინინგებს, უფრო 120 ალბათ, მაგრამ ეგეთ ვერსიებზე არა მარტო FE, ზოგიერთები დაჟე წყლის გაგრილებას უყენებენ მაგ სტანდარტულ ვერსიებს, თუმცა მემგონი თერმობალიშის გამოცვლა ეყოფა და უკნიდან კარგი 120მმ ფანის დამაგრება ბეკპლეიტთან

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.