Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მარკეტინგული ხრიკის სახით Xbox-მა Xbox Series X/S-ის რელიზის წინ გამოუშვა სამი სრული ზომის მაცივარი საკუთარი კონსოლების სტილში და გაუგზავნა ისინი ცნობილ ადამიანებს - რეპერ Snoop Dogg-სა და ბლოგერ iJustine-ს, მესამე კი გათამაშდა მომხმარებლებს შორის. მსგავსი მოვლენა ხუმრობასავით გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ჩანს სულაც არა - კომპანიამ ნამდვილად დააანონსა საკუთარი მაცივრის გამოშვება, თუმცა იგი იქნება შედარებით მინიატურული, სახელწოდებაა Xbox Mini Fridge და ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის. 

Xbox Mini Fridge-ს ექნება ახალი აობის Xbox Series X/S კონსოლების მსგავსი დიზაინი, გაგრილების სისტემა და სამი განყოფილება სასმლის 0.3-ლიტრიანი ქილებისთვის, რაც ჯამში დაახლოებით 9 ქილის შენახვის საშუალებას იძლევა. 

ასეთი მინი მაცივრები გაყიდვაში ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში გამოვა, რაც შეეხება ღირებულებას, უცნობია. თუკი მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სასმელის გაგრილებით, ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტი სავარაუდოდ დიდი მოთხოვნით ვერ ისარგებლბს, თუმცა მაღალ ფასს მოკლებული არ იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.