Magdalena Posted June 19, 2021 Posted June 19, 2021 ამერიკულმა კომპანია IBM-მა აშშ-ის ფარგლებს გარეთ თავისი პირველი კვანტური კომპიუტერი IBM Q System One წარადგინა. ახალი სისტემა აშენდა ფრაუნჰოფერის კვლევით ცენტრში გერმანიაში, შტუტგარტიდან 20 კილომეტრში. პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების თანახმად, 27-კუბიტიანი მოდელი ყველაზე ძლიერი კვანტური სისტემაა, რაც კი ოდესმე ევროპაში შექმნილა. კუბიტი (კვანტური ბიტი) არის კვანტური გამოთვლის საბაზისო ერთეული - კლასიკური ბინარული ბიტის ერთგვარი ვერსია. კვლევითი პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება კომერციული კომპანიებისა და სამეცნიერო ორგანიზაციებისათვის, რათა განავითარონ და გამოცადონ გამოყენებული კვანტური ალგორითმები და შექმნან უნიკალური ტექნოლოგიები მათ საფუძველზე. კვანტური კომპიუტერის მართვით ფრაუნჰოფერის საზოგადოება დაკავდება. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად პროექტისა და მომხმარებლის ყველა მონაცემი ინახება გერმანიაში. ”კვანტური გამოთვლების, როგორც ძირითადი ტექნოლოგიის გამოყენება კონკურენციისა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად დიდ ინტერესს იწვევს როგორც ინდუსტრიის მმართველებში, ისევე მკვლევარებს შორის”, - განაცხადა საზოგადოების პრეზიდენტმა Reimund Neugebauer-მა. https://bit.ly/3wtZKNX
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now