Magdalena Posted June 18, 2021 Posted June 18, 2021 კომპანია Samsung-მა დააანონსა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ახალი ტიპის მეხსიერების წარმოების დაწყება. ერთ კორპუსში გაერთიანებული იქნება DRAM LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი UFS 3.1 NAND ფლეშ-მეხსიერება. ამ ინტეგრაციის მეშვეობით საშუალო ფასის კატეგორიის სმარტფონები ფლაგმანური დონის წარმადობას მიიღებენ. Samsung-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ახალი uMCP LPDDR5 დამყარებულია კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეხსიერებისა და შეფუთვის სფეროებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დატკბნენ უწყვეტი სტრიმინგ-ტრანსლაციით, თამაშებითა და შერეული რეალობით არც ისე მაღალი დონის მოწყობილობებზეც კი. ეს პროდუქტი შესანიშნავად ერგება Samsung Galaxy A მოწყობილობებს, რომლებიც წარმოდგენილია ღირსეული მახასიათებლებით, კარგი კამერებით, დიდი მოცულობის ბატარეითა და ხელმისაწვდომი ფასით“. Samsung ასევე აცხადებს, რომ სულ უფრო ფართოდ ვრცელდება სმარტფონები 5G მხარდაჭერით და კომპანიის მიერ შემუშავებული, ერთ კორპუსში გაერთიანებული ჩიპების ნაკრები თავის წვლილს შეიტანს ამ გავრცელებაში. მოცემული მეთოდი საშუალებას იძლევა გაიზარდოს მეხსიერების მოცულობა, მუშაობის სიჩქარე და შემცირდეს ენერგომოხმარება. ოპერატიული მეხსიერების წარმადობა თითქმის 50%-ით გაიზრდება - 17 გბ.წმ-დან 25 გბ/წმ-მდე. NAND ფლეშ-მეხსიერების წარმადობა გაიზარდა ორჯერზე მეტად 1.5 გბ/წმ-დან 3 გბ/წმ-მდე წინა გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომელშიც გამოიყენებოდა UFS 2.2 და LPDDR4X. ინტეგირებული DRAM/NAND პროდუქტის ფართობია 11.5 x 13 მმ, რაც სმარტფონის კორპუსში სხვა კომპონენტებისთვის სივრცეს იძლევა. DRAM მეხსიერების მოცულობაა 6-დან 12 გბ-მდე, ხოლო UFS-ის - 128-დან 512 გბ-მდე. „uMCP-ის გამოყენება მარტივია საშუალო და მაღალი დონის 5G სმარტფონების სხვადასხვა გამოწვევისთვის“. uMCP-ის მქონე მოწყობილობები ძირითად ბაზრებზე მიმდინარე თვის ბოლოს გამოჩნდება. https://bit.ly/3xpemho 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now