Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

პასკალ ბლანკმა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივების მმართველი კომპანი Amundi-ს ინვესტიციების დირექტორმა განაცხადა, რომ ხელისუფლებები და მარეგულირებელი ორგანოები შეაჩერებენ Bitcoin-ს, წერს Reuters. 

ფრანგული კომპანიის ტოპ-მენეჯერმა, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება 1.7 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი აქტივები, რიპტოვალუტას უწოდა ფარსი და ფინანსურ ბაზრებზე „bubble”-ის ფორმირების სიმპტომი. 

Bitcoin-ი დასამახსოვრებელი იქნება იმით, რომ მან ცენტრალურ ბანკებს ციფრული ფულის გამოშვებისკენ უბიძგა. ხელისუფლებები და მარეგულირებლები საბოლოო ჯამში კრიპტოვალუტას შეაჩერებენ“ - განაცხადა ბლანკმა. 

მისი თქმით, ინვესტორებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო პოზიციების გაზრდა იუანში, შემდეგ კი კრიპტოვალუტებში დივერსიფიცირება. 

მარტში Amundi-ს სპეციალისტებმა (კომპანია ევროპაში აქტივების მოცულობით ჩამორჩება მხოლოდ Allianz-ს) გამოაქვეყნეს კრიპტოვალუტების ბაზრის კვლევა. მასში მათ აღნიშნეს ციფრული აქტივების დაბალი ლიკვიდურობა და მკაცრი რეგულირების შედეგად კვოტირებების ჩამოშლის შესაძლებლობა.  

მათი აზრით, დეცენტრალიზებული სისტემების ოპერაციული სტაბილურობა კითხვებს ბადებს, გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტების გამოყენებას კი შეუძლია ფინანსური სისტემის დესტაბილიზაცია მოახდინოს. 

Gemini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტაილერ უინკლუოსმა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ Bitcoin-მა მიაღწია აღიარების მეტისმეტად მაღალ დონეს საიმისოდ, რომ მარეგულირებელი ორგანოს აკრძალვის ქვეშ მოხვდეს აშშ-შიც კი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს გლობალურ წესებს ფინანსურ ბაზრებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.