Magdalena Posted June 14, 2021 Posted June 14, 2021 რამდენიმე დღის წინ Intel-მა ოფიციალურ ვებ-საიტზე დაამატა მე-11 თაობის რამდენიმე ახალი მოდელი სუფიქსით „B” BGA-შესრულებით, რომლებიც მიეკუთვნება Tiger Lake სერიას და დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩიპი მობილურ სეგმენტს მიეკუთვნება, მისი გამოყენების ვარიანტები საკმაოდ ვრცელია - პლანშეტებით დაწყებული, დესკტოპ კომპიუტერებით დამთავრებული. Intel-ის გეგმები ამჟამად ნათელია: როგორც რესურსი VideoCardz გვაცნობებს, გამოჩნდა ფოტოები KoolShare-იდან, რომლებიც გვიჩვენებს სამომავლო კომპაქტურ კომპიუტერ Intel NUC 11 Extreme Beast Canyon-ს. იგი აღჭურვილია სპეციალური PCIe-დაფით, რომლის დასახელებაა Compute Element, მოწყობილობაში მოცემულია ოპერატიული მეხსიერება, მონაცემთა სანახი სივრცე, ინტერფეისების ნაკრები, აგრეთვე უშუალოდ პროცესორი, რომელიც აღმოჩნდა სერიის ფლაგმანური წარმომადგენელი Core i9-11900KB ჩიპის სახით. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად Core i9-11900KB პროცესორი წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 8 ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით, მათი საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.9 გჰც, Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში კი - 5.3 გჰც. ფოტოს წყარო: VideoCardz წყარო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ღონისძიება Computex 2021-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა სამომავლო კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერ NUC 11 Extreme Beast Canyon-თან დაკავშირებულ საიდუმლოს ფარდა ახადა: მოწყობილობებს ექნება Tiger Lake თაობის პროცესორები და სრული ზომის ვიდეო დაფის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ახალი მოწყობილობის დებიუტის თარიღი, ასევე უფრო დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ გაუზიარებია. https://bit.ly/34ZAeE7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.