Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე დღის წინ Intel-მა ოფიციალურ ვებ-საიტზე დაამატა მე-11 თაობის რამდენიმე ახალი მოდელი სუფიქსით „B” BGA-შესრულებით, რომლებიც მიეკუთვნება Tiger Lake სერიას და დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩიპი მობილურ სეგმენტს მიეკუთვნება, მისი გამოყენების ვარიანტები საკმაოდ ვრცელია - პლანშეტებით დაწყებული, დესკტოპ კომპიუტერებით დამთავრებული. 

Intel-ის გეგმები ამჟამად ნათელია: როგორც რესურსი VideoCardz გვაცნობებს, გამოჩნდა ფოტოები KoolShare-იდან, რომლებიც გვიჩვენებს სამომავლო კომპაქტურ კომპიუტერ Intel NUC 11 Extreme Beast Canyon-ს. იგი აღჭურვილია სპეციალური PCIe-დაფით, რომლის დასახელებაა Compute Element, მოწყობილობაში მოცემულია ოპერატიული მეხსიერება, მონაცემთა სანახი სივრცე, ინტერფეისების ნაკრები, აგრეთვე უშუალოდ პროცესორი, რომელიც აღმოჩნდა სერიის ფლაგმანური წარმომადგენელი Core i9-11900KB ჩიპის სახით. 

image.jpeg 

ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად Core i9-11900KB პროცესორი წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 8 ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით, მათი საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.9 გჰც, Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში კი - 5.3 გჰც. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

წყარო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ღონისძიება Computex 2021-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა სამომავლო კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერ NUC 11 Extreme Beast Canyon-თან დაკავშირებულ საიდუმლოს ფარდა ახადა: მოწყობილობებს ექნება Tiger Lake თაობის პროცესორები და სრული ზომის ვიდეო დაფის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ახალი მოწყობილობის დებიუტის თარიღი, ასევე უფრო დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ გაუზიარებია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.