Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობები, რომ Apple საკუთარი ელექტრომობილების გამოშვებას აპირებს, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, ბოლო თვეებში კი არაოფიციალურად გაჟღერდა სავარაუდო პარტნიორების დიდი რაოდენობის შესახებ. ამჯერად საუბარი ეხება აკუმულატორების მწარმოებლებს. საინფორმაციო წყარო აცხადებს, რომ Apple-ის ელექტომობილებისთვის ბატარეების მიწოდებით დაკავდებიან ჩინური კომპანიები CATL და BYD. 

image.jpeg 

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters. ცნობილია, რომ Apple მოლაპარაკებების საწყის ეტაპზეა CATL-სა და BYD-თან. პირველი მათგანი არის ბატარეების უმსხვილესი მომწოდებელი მსოფლიოში, BYD კი მეოთხე ადგილს იკავებს. სავარუდოდ, Apple აპირებს მიიღოს ბატარეები რკინის ფოსფატზე დამყარებული კათოდებით, რომელთაც ჩინური კომპანიები დიდი რაოდენობით აწარმოებენ. თანამშრომლობის ერთ-ერთი პირობაა აშშ-ში საწარმოს აშენება, რასაც ჩინური კომპანიები არ ჩქარობენ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო. 

CATL უკვე ამარაგებს Tesla-ს ქარხანას რკინის ფოსფატის ბატარეებით, მათ ამონტაჟებენ შედარებით მცირე სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილებში. ენერგიის შენახვის დაბალი სიმჭიდროვე ამ ტიპის აკუმულატორის ერთ-ერთი ნაკლია, თუმცა ისინი ნაკლებად ექვემდებარება აალებას და ბანალურად იაფი ჯდება. კიდევ ერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს დაბალი ტემპერატურის პირობებში ბატარეის მუხტის შემცირება - ყინვაში გაჩერებულმა ელექტრომობილმა შესაძლოა დკარგოს ენერგიის მესამედამდე, თუმცა შემდგომი გათბობისას მუხტის ნაწილი აღდგება. 

სამი კომპანიის არც ერთ წარმომადგენელს თანამშრომლობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ CATL-ის აქციების ფასი შანხაის ბირჟაზე 0.5%-ით გაიზარდა წინა ვარდნის შემდეგ, BYD-ის ფასიანი ქაღალდები კი გაძვირდა 5.4%-ით ჰონგკონგში და 6.5%-ით - შანხაიში. 

რაოფიციალური ცნობების თანახმად Apple-მა პირველი ელექტრომობილი 2024 წელს უნდა წარადგინოს. აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგიების სფეროში კომპანიას უკვე გააჩნია გამოცდილება, თუმცა ამ ეტაპზე რთულია განსჯა - მზად იქნება თუ არა იგი, ჩინურ კომპანიებს გაუზიაროს ტექნოლოგიები. თეორიულად, „შუამავალი“ შეიძლება იყოს კონტრაქტორი კომპანია Foxconn, რომელსაც Apple-თან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და ამბიციებს ავლენს ელექტრომობილების ბაზარზე. CATL გეგმავს აკუმულატორების კიდევ ერთი საწარმოს აშენებას Tesla-ს ქარხანასთან ახლოს, შანხაიში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.