Magdalena Posted June 11, 2021 Posted June 11, 2021 ინგლისის ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია Stablecoin-ებთან მიმართებაში საბანკო ანგარიშსწორებებში ნორმების შემოღება. ”Stablecoin-ების გადახდის საშუალებად გამოყენების პერსპექტივამ და CBDC-ის გამოჩენამ მრავალი პრობლემა გამოიწვია”, - აღნიშნა ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ. განცხადების თანახმად, მარეგულირებელ ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ. აპრილის ბოლოს ცენტრალუმა ბანკმა განაცხადა, რომ აგროვებს თანამშრომლების გუნდს CBDC-ის კვლევისთვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ Stablecoin-ების ემიტენტებმა უნდა დაიცვან კაპიტალისა და ლიკვიდურობის წესები, აგრეთვე წარადგინონ სადაზღვევო დეპოზიტების შემოთავაზება ბანკების მსგავსად. შეგახსენებთ, მაისის ბოლოს Stablecoin-ების საერთო კაპიტალიზაციამ 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაჩვენებელი სამჯერზე მეტად გაიზარდა, ბაზრის ლიდერი კი გახდა Tether (USDT) - 62.2 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. https://bit.ly/2SgQGNr
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now