Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ინგლისის ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია Stablecoin-ებთან მიმართებაში საბანკო ანგარიშსწორებებში ნორმების შემოღება.  

”Stablecoin-ების გადახდის საშუალებად გამოყენების პერსპექტივამ და CBDC-ის გამოჩენამ მრავალი პრობლემა გამოიწვია”, - აღნიშნა ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ. 

განცხადების თანახმად, მარეგულირებელ ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ. აპრილის ბოლოს ცენტრალუმა ბანკმა განაცხადა, რომ აგროვებს თანამშრომლების გუნდს CBDC-ის კვლევისთვის. 

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ Stablecoin-ების ემიტენტებმა უნდა დაიცვან კაპიტალისა და ლიკვიდურობის წესები, აგრეთვე წარადგინონ სადაზღვევო დეპოზიტების შემოთავაზება ბანკების მსგავსად. 

შეგახსენებთ, მაისის ბოლოს Stablecoin-ების საერთო კაპიტალიზაციამ 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაჩვენებელი სამჯერზე მეტად გაიზარდა, ბაზრის ლიდერი კი გახდა Tether (USDT) -  62.2 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.