Magdalena Posted June 11, 2021 Posted June 11, 2021 ინგლისის ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია Stablecoin-ებთან მიმართებაში საბანკო ანგარიშსწორებებში ნორმების შემოღება. ”Stablecoin-ების გადახდის საშუალებად გამოყენების პერსპექტივამ და CBDC-ის გამოჩენამ მრავალი პრობლემა გამოიწვია”, - აღნიშნა ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ. განცხადების თანახმად, მარეგულირებელ ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ. აპრილის ბოლოს ცენტრალუმა ბანკმა განაცხადა, რომ აგროვებს თანამშრომლების გუნდს CBDC-ის კვლევისთვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ Stablecoin-ების ემიტენტებმა უნდა დაიცვან კაპიტალისა და ლიკვიდურობის წესები, აგრეთვე წარადგინონ სადაზღვევო დეპოზიტების შემოთავაზება ბანკების მსგავსად. შეგახსენებთ, მაისის ბოლოს Stablecoin-ების საერთო კაპიტალიზაციამ 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაჩვენებელი სამჯერზე მეტად გაიზარდა, ბაზრის ლიდერი კი გახდა Tether (USDT) - 62.2 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. https://bit.ly/2SgQGNr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.