Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ არ აპირებს აიღოს თავისი წილი ფასიანი მასალების შემქმნელებისგან 2023 წლამდე. ამგვარად სოციალური ქსელი გეგმავს ინტერნეტ-პლატფორმების ყველაზე გავლენიანი ავტორების მოზიდვას საკუთარ სერვისებზე. 

image.jpeg 

კერძოდ, Facebook არ აიღებს წილს ნებისმიერი იმ შემოსავლიდან, რომელიც მიღებულ იქნება ამა თუ იმ ონლაინ-ღონისძიების ორგანიზებიდან, ბლოგერების არხების გამოწერებიდან და ახალი ამბების Facebook-პროექტების კონტენტის შემქმნელებისგან. 

”როდესაც ჩვენ დავიწყებთ შემოსავლის წილის შეგროვებას, იგი იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე ის 30%, რასაც Apple და სხვა კომპანიები იღებენ”, - განაცხადა Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Zuckerberg). როგორც მოგეხსენებათ, Apple-ის საკომისიო App Store-ის ეკოსისტემის გამოყენებით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანაქციებზე 30%-ამდეა. 

Facebook 2023 წლამდე კონტენტის ავტორებს საშუალებას მისცემს უფასოდ გამოიყენონ პლატფორმა შემოსავლის მისაღებად. დამატებით, სოციალური ქსელი გამოუშვებს ახალ ინტერფეისს თანხის გამოტანისთვის, რომლის წყალობით ავტორები მარტივად ნახავენ, რა გავლენას ახდენს საკომისიო და სხვა გადასახადები მათ შემოსავალზე. 

„ქვის სროლა ვაშლის ბაღში“ - შემთხვევითი არ არის - Apple და Facebook დიდი ხანია იბრძვიან მედიასივრცეში. დაპირისპირებამ პიკს მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიაღწია, როდესაც Apple-ის პროდუქტებისთვის განკუთვნილ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ Facebook-ს შეუქმნა პრობლემები, რის შედეგად შეუძლებელია რეკლამების საკმარისად ეფექტურად პერსონალიზება და ეფექტურობისთვის თვალყურის დევნება. 

საერთო ჯამში, Facebook და აპლიკაციების სხვა შემქმნელებ დიდი ხანია აკრიტიკებენ Apple-ს App Store-ზე მკაცრი კონტროლის გამო. თავის მხრივ, Apple უსიამოვნოდ საუბრობს იმ კომპანიებზე, რომელთა ბიზნეს-მოდელები ემყარება მომხმარებლის აქტივობის თვალთვალს რელევანტური რეკლამების გაყიდვის მიზნით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.