Magdalena Posted June 10, 2021 Posted June 10, 2021 რამდენიმე დღის წინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას, რომ დაწესდეს ერთიანი გადასახადი ტრანსნაციონალურ IT-კომპანიებზე. ამ რეფორმების გატარების შემთხვევაში არანაკლებ 10% რენტაბელურობის მქონე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები გადაიხდიან შემოსავლის სულ მცირე 15%-ს ბეგარის სახით. ზოგიერთმა IT-გიგანტმა უკვე მოახდინა რეაგირება ახალ ინიციატივაზე, თანაც დადებითად. ახალმა შეთანხმებამ უნდა შეამსუბუქოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის საგადასახადო რეგულირების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, ახალ წესებს უფრო დეტალურად შეიმუშავებენ დიდი ოცეულის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე (G-20). ცხადია, ახალი საგადასახადო წესები შეეხება ტექნოლოგიური სექტორის უდიდეს კომპანიებს, როგორიცაა Google, Amazon და Facebook, რომელთა წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს G7-ში შემავალი ქვეყნების საგადასახადო შეთანხმებაზე. Amazon-ში განაცხადეს, რომ ახალი შეთანხმება "მისასალმებელი და დიდი მოლოდინის მქონე ნაბიჯია საერთაშორისო საგადასახადო სისტემის სტაბილიზაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიები გაგრძელდება G-20 ალიანსისა და Inclusive Framework-ის გაფართოებულ შემადგენლობაში,” - ციტირებს Amazon-ის წარმომადგენლის სიტყვებს წყარო. Facebook-ის გლობალურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი ნიკ კლეგი მიესალმება G7-ის გარიგებას და აღნიშნა, რომ სოციალური მედია გიგანტი "დიდი ხანია ითხოვს გლობალური საგადასახადო წესების რეფორმას". მისი აზრით, შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის გარკვეულობის მიღწევისა და გლობალური საგადასახადო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისკენ. ”ჩვენ გვსურს, რომ საერთაშორისო საგადასახადო რეფორმის პროცესი წარმატებით დასრულდეს და გვესმის, რომ Facebook-მა უნდა გადაიხადოს მეტი გადასახადი სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა კლეგმა. Google-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანია მტკიცედ უჭერს მხარს დიდი შვიდეულის ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ეს "დაბალანსებული და გრძელვადიანი შეთანხმება იქნება". Apple-ის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. https://bit.ly/3csI9Oq Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.