Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე დღის წინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას, რომ დაწესდეს ერთიანი გადასახადი ტრანსნაციონალურ IT-კომპანიებზე. ამ რეფორმების გატარების შემთხვევაში არანაკლებ 10% რენტაბელურობის მქონე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები გადაიხდიან შემოსავლის სულ მცირე 15%-ს ბეგარის სახით. ზოგიერთმა IT-გიგანტმა უკვე მოახდინა რეაგირება ახალ ინიციატივაზე, თანაც დადებითად. 

image.jpeg 

ახალმა შეთანხმებამ უნდა შეამსუბუქოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის საგადასახადო რეგულირების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, ახალ წესებს უფრო დეტალურად შეიმუშავებენ დიდი ოცეულის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე (G-20). ცხადია, ახალი საგადასახადო წესები შეეხება ტექნოლოგიური სექტორის უდიდეს კომპანიებს, როგორიცაა Google, Amazon და Facebook, რომელთა წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს G7-ში შემავალი ქვეყნების საგადასახადო შეთანხმებაზე. 

Amazon-ში განაცხადეს, რომ ახალი შეთანხმება "მისასალმებელი და დიდი მოლოდინის მქონე ნაბიჯია საერთაშორისო საგადასახადო სისტემის სტაბილიზაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიები გაგრძელდება G-20 ალიანსისა და Inclusive Framework-ის გაფართოებულ შემადგენლობაში,” - ციტირებს Amazon-ის წარმომადგენლის სიტყვებს წყარო. 

Facebook-ის გლობალურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი ნიკ კლეგი მიესალმება G7-ის გარიგებას და აღნიშნა, რომ სოციალური მედი გიგანტი "დიდი ხანია ითხოვს გლობალური საგადასახადო წესების რეფორმას". მისი აზრით, შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის გარკვეულობის მიღწევისა და გლობალური საგადასახადო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისკენ. ”ჩვენ გვსურს, რომ საერთაშორისო საგადასახადო რეფორმის პროცესი წარმატებით დასრულდეს და გვესმის, რომ Facebook-მა უნდა გადაიხადოს მეტი გადასახადი სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა კლეგმა. 

Google-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანია მტკიცედ უჭერს მხარს დიდი შვიდეულის ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ეს "დაბალანსებული და გრძელვადიანი შეთანხმება იქნება". Apple-ის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.