Jump to content

Recommended Posts

Posted

კოსმოსურმა სტარტაპ Axiom Space-მა ხელი მოაწერა აეროკოსმოსურ კომპანია SpaceX-თან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში იგეგმება სამი პილოტირებული მისიის რეალიზაცია Crew Dragon ხომალდების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, გარიგება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია სწრაფად მზარდი კერძო კოსმოსური მოგზაურობის ინდუსტრიაში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო დაძაბულს გახდის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობის გრაფიკს. 

image.jpeg 

საერთაშორი კოსმოსურ სადგურთან ხომალდ Crew Dragon-ის მიერთება. ფოტო: NASA 

არსებული ცნობების თანახმა, ეს სამი მისია განხორციელდება დაახლოებით ექვსი თვის ინტერვალით მას შემდეგ, რაც Axiom-თან წინა შეთანხმების ფარგლებში SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის მისია Ax-1-ს. მის ფარგლებში ხომალდ Crew Dragon-ის მეშვეობით კოსმოსში გაიგზავნება „სრულიად სამოქალაქო“ ეკიპაჟი, რომლის წევრები ორბიტალურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ. 

მეორე მისია Ax-2-ს უხელმძღვანელებს NASA-ს ყოფილი ასტრონავტი Peggy Whitson. Ax-3 და Ax-4 ეკიპაჟის შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ამჟამად დაგეგმილი, SpaceX-ისა და Axiom-ის ერთობლივი ყველა მისია იდენტური სცენარით განხორციელდება. დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

Axiom და SpaceX არ ამხელენ ახალი გარიგების ღირებულებას, რომელზე მუშაობა ბოლო რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მისიის დაწყებისა და ხანგრძლივობის ვადებს, აგრეთვე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საერთაშორისო პარტნიორების ჯგუფს NASA დაამტკიცებს. მიზნები, რა თქმა უნდა, ასევე საიდუმლოდ რჩება. 

„დგება პილოტირებული კოსმოსური ფრენების ახალი ერა. მზარდი პარტნიორობა Axiom-სა და SpaceX-ს შორის ახალ შესაძლებლობებს იძლევა კოსმოსში მეტი ადამიანის გაგზავნისთვის, სხვა პლანეტების დაპყრობის გზაზე“ - განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.