Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Gigabyte გამოუშვებს GeForce RTX 3080 Ti-სა და GeForce RTX 3070 Ti-ს Gaming OC შესრულებით. ახალი დაფები უკვე გამოჩნდა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ორივე გვთავაზობს მცირე ქარხნულ აჩქარებას. 

image.jpeg 

Gigabyte GeForce RTX 3080 Ti Gaming OC დაფის გრაფიკულ ჩიპს აქვს 10 240 CUDA ბირთვი და 1710 მჰც სიხშირე (ეტალონური მაჩვენებელია 1665 მჰც). GeForce RTX 3070 Ti Gaming OC მოდელის შემთხვევაში მოცემულია 6144 CUDA ბირთვი, 1830 მჰც სიხშირე, რაც 60 მეგაჰერცით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. 

image.jpeg 

image.jpeg 

ვიდეო დაფების ზომაა 320 × 129 × 55 მმ, აქვ მასიური, 2.7-სლოტიანი გაგრილების სისტემა WINDFORCE 3X, რომელთა შემადგენლობაში შედის ორი დიდი რადიატორი სპილენძის შვიდი თბოგამტარი მილით, ასევე სამი ქულერი. ერთ-ერთი მათგანი ბრუნავს დანარჩენი ორის საპირისპიროდ. 

image.png 

ვიდეო დაფის დამატებითი კვებისთვის გამოიყენება ორი 8-პინიანი კონექტორი. Gigabyte-ის რეკომენდაციაა ახალ დაფებთან 750-ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება. ორივე მოდელს აქვს BIOS-ის ორმაგი სისტემის მხარდაჭერა ჩუმი და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმით, აგრეთვე წარმოდგენილია RGB Fusion 2.0 განათება. 

image.jpeg 

ვიდეო დაფების აღჭურვილობაში შედის ორი პორტი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.